კათოლიკე ახალგაზრდები პრეზიდენტს მიმართავენ: ვატიკანში ვიზიტი ჩვენთვის ცარიელი იყო

საქართველოს კათოლიკე ახალგაზრდები განცხადებით აფასებენ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ვიზიტს ვატიკანში. მათი თქმით, პრეზიდენტის ვიზიტი მხოლოდ მართლმადიდებელი ქართველებისთვის იყო შედეგიანი, ხოლო კათოლიკეებისთვის - "უშედეგო და ცარიელი". მათივე თქმით, საქართველოს მოქალქე კათოლიკეებს სამშობლოში სტუმრებად აღიქვამენ. три „ვხედავთ, თქვენი ვიზიტი ვატიკანში წარმატებული გამოდგა რომში მცხოვრები მართლმადიდებლებისთვის, თუმცა ჩვენთვის, საქართველოში მცხოვრები კათოლიკეებისთვის, უშედეგო და ცარიელი! მაშინ, როცა ასეთი ზარ-ზეიმით აღნიშნეთ პაპის საჩუქარი, ნუთუ არ გაგახსენდათ ქართველი კათოლიკეების ის ექვსი ტაძარი, რომლებსაც საპატრიარქო დღემდე არ გვიბრუნებს, ნუთუ არ გაგახსენდათ ის, რომ თქვენი პრეზიდენტობის რამდენიმეწლიანი მოღვაწეობის განმავლობაში ერთხელაც არ გაგხსენებივართ, როცა დიდი სიამაყით უცქერდით ვატიკანის არქივში დაცულ მასალებს საქართველოს შესახებ, მაშინ იქნებ გეფიქრათ, რას შეინახავენ 100 წლის შემდეგ, ალბათ იმას, რომ ჩვენ ქართველი კათოლიკეებს ისე გვექცევიან, თითქოს სტუმრები ვიყოთ ჩვენსავე სამშობლოში! დიახ სტუმრები, უუფლებო სტუმრები, რომლებსაც არც ძველ ეკლესიებს უბრუნებენ, არც ახლის აშენების უფლებას აძლევენ, და არც იმას უკანონებენ, რაც მათია. (აქ შევჩერდებით, ყველა პრობლემის ჩამოთვლას რამდენიმე სქელტომიანი ნაშრომი დასჭირდება)“, - ვკითხულობთ განცხადებაში. ასევე ნახეთ წმიდა საყდარმა რომში მდებარე ეკლესია გადასცა საქართველოს ეკლესიის დასავლეთ ევროპის ეპარქიას ვატიკანის სახელმწიფოში, პრეზიდენტის ვიზიტის ფარგლებში, ქალაქ რომის ქართულ სამრევლოს ხანგრძლივი დროებითი სარგებლობის უფლებით „სან სალვატორე აიმონტის“ ეკლესია გადაეცა, სადაც წირვა-ლოცვა წლების განმავლობაში ქართულად აღევლინებოდა. ასევე ნახეთ საქართველოსა და ვატიკანს შორის თანამშრომლობის პირველი მემორანდუმები გაფორმდა ...
წყარო

Lana

ქუთაისი
  • 4 დღის წინ

Ana

თბილისი
  • 13 წუთის წინ

Teona

ბათუმი
  • 1 საათის წინ

Kristina

ბათუმი
  • 5 საათის წინ

Tata

თბილისი
  • 13 თვის წინ

Sali

თბილისი
  • 10 დღის წინ

Nucaa

ბათუმი
  • 11 თვის წინ

Miako

თბილისი
  • 4 დღის წინ

ნინი

თბილისი
  • 22 თვის წინ

ნინი

თბილისი
  • 2 თვის წინ

anania

ქუთაისი
  • 4 დღის წინ

Natalia

თბილისი
  • 3 თვის წინ