ირანში მიმდინარეობს საპრეზიდენტო არჩევნები

ირანის ისლამური რესპუბლიკის მოსახლეობა 18 ივნისს პრეზიდენტს ირჩევს. მოელიან, რომ გაიმარჯვებს მკაცრი ხაზის მომხრე პოლიტიკოსი, რომელსაც აშშ-ის სანქციები აქვს დაწესებული. არჩევნები იმართება მოსახლეობის აპათიის ფონზე, რასაც ქმნის ეკონომიკური ვითარების გაუარესება, სახელმწიფო მმართველობის ნაკლოვანება და კორონავირუსის პანდემია. ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ, ირანელებს მოუწოდა ხმა მისცენ კანდიდატებს. მან შეუტია მათ, ვინც, მისი თქმით, ქვეყნის „მტერია“ და ხალხს ურჩევს, არ მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. ირანის სახელმწიფო ტელევიზია უჩვენებდა ირანის ქალაქებში საარჩევნო უბნებს დიდი რიგებით. „ყველა ხმას ფასი აქვს, მოდით და აირჩიეთ თქვენი პრეზიდენტი“, მოუწოდა ხამენეიმ ხალხს საარჩევნო უბანში მისვლისას, „ეს თქვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია“. რადიო თავისუფლების ირანული სამსახური ირანიდან იღებს ვიდეოჩანაწერებს, რომლებზეც ჩანს,რომ მოსახლეობა არ აქტირობს კენჭისყრაზე. ამ ვიდეოებისს ავთენტურობის დაგენა შეუძლებელია. არჩევნები იმართება პერიოდში, როცა გაურკვევლობაა ირანის მიერ მსოფლიოს სახელმწიფოებთან 2015 წელს დადებული ბირთვული შეთანხმების გარშემო. ვენაში მიმდინარეობს მოლაპარაკება, რომლის მიზანია აშშ კვლავ დაუბრუნდეს შეთანხმებას და ირანმა კვლავ შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება, რის შედეგადაც შეიძლება მას შეურბილონ ეკონომიკური სანქციები, რომლებიც დიდ სიმძიმედ აწვება ეკონომიკას. ებრაჰიმ რაისიმ ადრე განაცხადა, რომ ბირთვული პროგრამის გარშემო მოლაპარაკებს ემხრობა. რაისი ერთ-ერთი მოსამართლე იყო, რომელიც განაგებდა 1988 წელს ირანში მასობრივ პროცესებს, როცა ათასობით პოლიტიკური პატიმარი იქნა სიკვდილით დასჯილი. უფლებადამცველი ორგანიზაციები მას მიიჩნევენ დამნაშავედ კაცობრიობის წინააღმდეგ, ხოლო აშშ-მა სანქციები დაუწესა. შინაგან საქმეთა მინისტრმა, აბდოლრაჰმან ფაზლიმ განაცხადა, რომ ხმის მიცემა მიმდინარეობს მშვიდად ქვეყნის 70 ათას საარჩევნო უბანზე. ადრე იტყობინებოდნენ, რომ ზოგიერთ საარჩევნო უბანზე იყო სირთულეები. რაისის მთავარი მეტოქე და ერთადერთი ზომიერი კანდიდატია აბდოლნასერ ჰემათი. ირანის გავლენიანმა უწყებამ, გუშაგთა საბჭომ, არაერთი რეფორმისტი კანდიდატი არ დაუშვა კენჭისყრაზე. 64 წლის ჰემათი ადრე, სანამ კანდიდატი გახდებოდა, ირანის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი იყო. მიმომხილველები აცხადებენ, რომ მოსალოდნელია ირანელების დიდი პასიურობა არჩევნების დროს, რაც გამარჯვებულის ხალხის მიერ არჩევას ეჭვქვეშ დააყენებს. ...
წყარო

Nuki

ბათუმი
  • 6 წუთის წინ

Dako

თბილისი
  • 22 თვის წინ

Kristina

ბათუმი
  • 2 საათის წინ

Kato

ბათუმი
  • 6 საათის წინ
  • VIP

ნუკი

ქუთაისი
  • 1 დღის წინ

Tatia

თბილისი
  • 1 საათის წინ

Niako

ქუთაისი
  • 3 საათის წინ

Nini

თბილისი
  • 10 დღის წინ

Nia

თბილისი
  • 22 თვის წინ

Sofo

ქუთაისი
  • 1 თვის წინ
  • VIP

Nina

თბილისი
  • 1 საათის წინ

Sofi

ქუთაისი
  • 1 დღის წინ