ირანის საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგი 20 ივნისს გახდება ცნობილი

ირანის ისლამური რესპუბლიკის მოსახლეობა 18 ივნისს პრეზიდენტს ირჩევს. მოელიან, რომ გაიმარჯვებს მკაცრი ხაზის მომხრე პოლიტიკოსი, რომელსაც აშშ-ის სანქციები აქვს დაწესებული. არჩევნები მიმდინარეობდა მოსახლეობის აპათიის ფონზე, რასაც ქმნის ეკონომიკური ვითარების გაუარესება, სახელმწიფო მმართველობის ნაკლოვანება და კორონავირუსის პანდემია, რომელიც ირანში უკან არ იხევს - ამ ქვეყნის მოსახლეობის მცირე ნაწილია აცრილი. ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ, ირანელებს მოუწოდა ხმა მისცენ კანდიდატებს. მან შეუტია მათ, ვინც, მისი თქმით, ქვეყნის „მტერია“ და ხალხს ურჩევს, არ მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. ირანის სახელმწიფო ტელევიზია უჩვენებდა ირანის ქალაქებში საარჩევნო უბნებს დიდი რიგებით. „ყველა ხმას ფასი აქვს, მოდით და აირჩიეთ თქვენი პრეზიდენტი“, მოუწოდა ხამენეიმ ხალხს საარჩევნო უბანში მისვლისას, „ეს თქვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია“. ირანის სახელმწიფო მედიის თანახმად, ზოგიერთ უბანზე ხმის მიცემა ორი საათით გაახანგძლივეს. შინაგან საქმეთასამინისტროს ცნობით, წინასწარი შედეგები 19 თებერვალს გახდება ცნობილი, ხოლო საბოლოო - 20 ივნისს. რადიო თავისუფლების ირანული სამსახური ირანიდან იღებს ვიდეოჩანაწერებს, რომლებზეც ჩანს, რომ მოსახლეობა არ აქტირობს კენჭისყრაზე. ამ ვიდეოებისს ავთენტურობის დაგენა შეუძლებელია. სახელმწიფო მედიის მტკიცების საპირისპიროდა, ერთმა ამომრჩეველმა, რომელმაც არ ისურვა ვინაობის გამხელა, Reuters-ის სააგენტოს უთხრა, რომ სარჩევნო უბნები "თითქმის ცარიელი" იყო ირანის ცენტრალურ ქალაქ იაზდში. არჩევნები იმართება პერიოდში, როცა გაურკვევლობაა ირანის მიერ მსოფლიოს სახელმწიფოებთან 2015 წელს დადებული ბირთვული შეთანხმების გარშემო. ვენაში მიმდინარეობს მოლაპარაკება, რომლის მიზანია აშშ კვლავ დაუბრუნდეს შეთანხმებას და ირანმა კვლავ შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება, რის შედეგადაც შეიძლება მას შეურბილონ ეკონომიკური სანქციები, რომლებიც დიდ სიმძიმედ აწვება ეკონომიკას. ებრაჰიმ რაისიმ ადრე განაცხადა, რომ ბირთვული პროგრამის გარშემო მოლაპარაკებს ემხრობა. რაისი ერთ-ერთი მოსამართლე იყო, რომელიც განაგებდა 1988 წელს ირანში მასობრივ პროცესებს, როცა ათასობით პოლიტიკური პატიმარი იქნა სიკვდილით დასჯილი. უფლებადამცველი ორგანიზაციები მას მიიჩნევენ დამნაშავედ კაცობრიობის წინააღმდეგ, ხოლო აშშ-მა სანქციები დაუწესა. შინაგან საქმეთა მინისტრმა, აბდოლრაჰმან ფაზლიმ განაცხადა, რომ ხმის მიცემა მიმდინარეობს მშვიდად ქვეყნის 70 ათას საარჩევნო უბანზე. ადრე იტყობინებოდნენ, რომ ზოგიერთ საარჩევნო უბანზე იყო სირთულეები. რაისის მთავარი მეტოქე და ერთადერთი ზომიერი კანდიდატია აბდოლნასერ ჰემათი. ირანის გავლენიანმა უწყებამ, გუშაგთა საბჭომ, არაერთი რეფორმისტი კანდიდატი არ დაუშვა კენჭისყრაზე. 64 წლის ჰემათი ადრე,...
წყარო

Tata

თბილისი
  • 7 თვის წინ

Anii

ბათუმი
  • 11 თვის წინ

Miranda

თბილისი
  • 6 საათის წინ

Nuca

ბათუმი
  • 1 საათის წინ

Dako

თბილისი
  • 22 თვის წინ

Dada

თბილისი
  • 1 საათის წინ

Lana

ქუთაისი
  • 7 დღის წინ
  • 100%

Елена

თბილისი
  • 11 საათის წინ

მარიკა

თბილისი
  • 7 საათის წინ

Nuki

ბათუმი
  • 1 საათის წინ

Anka varketili

თბილისი
  • 14 საათის წინ

Nia

თბილისი
  • 4 თვის წინ