რუსთავში სოლიდარობა გამოუცხადეს ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე დაკავებულ აქტივისტს
ნამოხვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ გუმათში გამართული აქციის დროს დაკავებული დავით ხუციშვილის მიმართ სოლიდარობის აქცია გაიმართა 19 ივნისს რუსთავში, სადაც ის ცხოვრობს. სოლიდარობის ხანმოკლე მიტინგის შემდეგ მსვლელობა ადგილობრივი ტაძრისკენ მოეწყო.
"თავისუფლება დავით ხუციშვილს", - ითხოვდნენ აქციის მონაწილეები.
აქციაში მონაწილეობა მიიღო დაახლოებით რამდენიმე ათეულმა ადამიანმა.
პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დავით ხუციშვილი 29 მაისს დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველის ნაწილით მიმდინარეობს, რაც 4 დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. იგივე ბრალდებით მასთან ერთად დააკავეს აქციის კიდევ ერთი მონაწილე. მათი სასამართლო პროცესი ივლისის ბოლოს გაიმართება.
...