168 პაციენტი რჩება სამეგრელოს კოვიდ კლინიკებში, 7-ის მდგომარეობა მძიმეა
სამეგრელოს კოვიდ კლინიკებში 168 ინფიცირებულია. რუხის კლინიკაში 96 კოვიდ პაციენტი რჩება. მათ შორის მძიმეა 6-ის
მდგომარეობა.
ფოთის კლინიკაში 17 ინფიცირებული მკურნალობს.
სენაკის კლინიკა "სენამედში" 12.
აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკაში 20.
სენაკის "ლაზიკა მედიში" 23 ინფიცირებულია. მათ შორის საშუალო
სიმძიმისაა 7 და 1 მძიმე.
დღის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 85 პაციენტი.
რეგიონის მასშტაბით საკარანტინე სივრცეში იმყოფება 6 პირი....