თუ ოპოზიციის ნაწილი გაიყიდება, ეს შეფასდება, როგორც სასამართლო სისტემის გაყიდვა

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა“ ასოციაციის თავმჯდომარე ნიკოლოზ სიმონიშვილი არ გამორიცხავს, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 5 ახალი არამოსამართლე წევრის დანიშვნისას „ქართულმა ოცნებამ“ სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიასთან დაიწყოს ვაჭრობა“ და ამ გზით მათთვის სასურველი წევრები დანიშნოს. ნიკოლოზ სიმონიშვილის განცხადებით, თუ ოპოზიციის ნაწილი „ამ ყველაფერზე გაიყიდება“, ეს იქნება დამღუპველი სასამართლო სისტემისთვის და შეფასდება როგორც სასამართლო სისტემის გაყიდვა. „არამოსამართლე წევრების დანიშვნა არის ის საკვანძო საკითხი, საიდანაც უნდა დაიწყოს ბრძოლა სასამართლოს სისტემის დამოუკიდებლობისთვის და გათავისუფლება „კლანის“ ძალაუფლებისგან. ვიცით, რომ იქნება 5 ვაკანსია არამოსამართლე წევრების, რომელიც უნდა დანიშნოს პარლამენტმა. თუ ავირჩევთ რეალურად დამოუკიდებელ წევრებს, „კლანს“ არ ექნება შესაძლებლობა, რომ მიიღოს გადაწყვეტილებები სასამართლო სისტემაში არსებულ მნიშვნელოვან საკითხებთან მიმართებაში. რამდენიმე დღის წინ მიღებული გადაწყვეტილება იყო დასტური, რომ „კლანი“ ხედავს საფრთხეს, შეიძლება მისი ძალაუფლება შემცირდეს და მაქსიმალურად მეტი ლოიალობის მქონე პირი დაინიშნოს სასამართლო სისტემაში. პარლამენტს 90 ხმა სჭირდება იმისათვის, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები აირჩიოს. „ქართულ ოცნებას“ 90 ხმა არ აქვს, აქვს 84 ხმა, დანარჩენ ექვს ხმასთან მიმართებაში საინტერესოა რას გააკეთებს „ქართული ოცნება“. ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიასთან დაიწყოს ვაჭრობა და შეთავაზება, რათა სხვადასხვა ოპოზიციურ ძალასთან და ამით 6 ხმა კიდევ დაიმატოს. თუ გვინდა, რომ ვისაუბროთ სასამართლო სისტემის გათავისუფლებაზე, უნდა ვიზრუნოთ, რომ ეს ხუთივე წევრი დაინიშნოს როგორც დამოუკიდებელი. თუ მაქსიმალური კონსენსუსით არ მოხდება დანიშვნა და რომელიმე პარტია შეთანხმებაში შევა „ქართულ ოცნებასთან“, ეს არ მოგვიტანს იმ შედეგს, რომელიც გვჭირდება. თუ ოპოზიციის ნაწილი გაიყიდება, ეს იქნება დამღუპველი სასამართლო სისტემისთვის და შეფასდება, როგორც სასამართლო სისტემის გაყიდვა“, – აღნიშნა ნიკოლოზ სიმონიშვილმა. საია-ს თავმჯდომარემ ასევე განიხილა მოსამართლეთა შერჩევის და დანიშვნის პროცესი. მისი განმარტებით, მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის დროებით შეჩერება პრობლემებს არ გამოიწვევს და კონსტიტუციაში არ წერია ის თარიღი, რა დროისთვისაც უზენაეს სასამართლოში 28 მოსამართლის დანიშვნა უნდა მოხდეს. „საქმე ისეც არ არის, როგორც „ქართული ოცნება“ ხატავს. მართალია, კონსტიტუციაში წერია, რომ მინიმუმ უზენაეს სასამართლოში 28 მოსამართლე უნდა იყოს, მაგრამ ეს რიცხვი დღესაც არ არის და ფაქტობრივად, დღესაც ირღვევა კონსტიტუცია. როდის მივალთ ამ რიცხვამდე, ამასთან დაკავშირებით კონსტიტუცია არაფერს ამბობს. შესაბამისად, ის, რომ ...
წყარო

Нора

თბილისი
  • 26 წუთის წინ

Svetlana

თბილისი
  • 9 თვის წინ

Nino

თბილისი
  • 1 დღის წინ

Mari

თბილისი
  • 1 თვის წინ

Lizi

ბათუმი
  • 5 თვის წინ

Dada

თბილისი
  • 23 წუთის წინ

Cristina

თბილისი
  • 1 საათის წინ

Saly

თბილისი
  • 23 თვის წინ

Milena

თბილისი
  • 6 საათის წინ

Анастасия

თბილისი
  • 26 დღის წინ

Tatiana

თბილისი
  • 11 თვის წინ

Anuki

თბილისი
  • 24 თვის წინ