„არა ფობიას!“ კობახიძისა და სერგეენკოს განცხადებებს ჰომოფობიურს უწოდებს და გმობს

სამოქალაქო პლატფორმა „არა ფობიას!“ პარლამენტის დეპუტატების ირაკლი კობახიძისა და დავით სერგეენკოს განცხადებებს „ღირსების მარშთან“ დაკავშირებით ჰომოფობიურს უწოდებს და გმობს. განცხადებას 20-ზე მეტი ორგანიზაცია უერთდება. საუბარია კობახიძის 17 ივნისის განცხადებაზე, სადაც ის ამბობდა, რომ ლგბტ თემის წევრებს მარშის გამართვაზე უარი უნდა უთხრან; სერგეენკო ამ საკითხზე ამბობდა, რომ უფლებების შეზღუდვა არ ჰგონია. ასევე ნახეთ „ღირსების მარში 2021“ - დაიცავს პოლიცია ლგბტქ აქტივისტებს მოძალადეებისგან?  არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ: "ხელმომწერი ორგანიზაციები ვგმობთ ირაკლი კობახიძისა და დავით სერგეენკოს განცხადებებს, როგორც ჰომოფობიურს და სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით დისკრიმინაციის წამახალისებელს, რაც ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა კონსტიტუციურ და საერთაშორისო სტანდარტებს"... "შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება არის უნივერსალური და ფუნდამენტური უფლება, რომლითაც სარგებლობა სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ყველასთვის არადისკრიმინაციულად, განურჩევლად სექსუალური ორიენტაციისა, გენდერული იდენტობისა თუ სხვა ნიშნისა"... "შეკრების მონაწილეთა დაცვის ვალდებულების შესასრულებლად პრევენციული ზომების მიღება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც საქმე ეხება ერთ-ერთ ყველაზე მოწყვლად ჯგუფს, ლგბტ+ თემს და ხელისუფლებისთვის წინასწარ ცნობილია ქვეყანაში არსებული ჰომოფობიური კონტექსტი". три ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ კობახიძისა და სერგეენკოს მსგავს განცხადებებს შესაძლო გავლენა ჰქონდეთ სამართალდამცავ ორგანოებზე, რადგან არიან ხელისუფლების წარმომადგენლები. მათი შეფასებით, ეს წარმოშობს იმის საფრთხეს, რომ სამართალდამცავები სათანადოდ არ უზრუნველყოფენ ღირსების მარშში მონაწილეთა უსაფრთხოებას. ასევე ნახეთ ლომჯარია "ღირსების მარშზე": შსს-მ უნდა თქვას, რას აკეთებს კონსტიტუციური უფლების დასაცავად "ზემოაღნიშნული სტანდარტების საწინააღმდეგოდ, ირაკლი კობახიძისა და დავით სერგეენკოს განცხადებები არათუ ხელს არ უწყობს ლგბტ+ თემის მიმართ ტოლერანტული დამოკიდებულების დამკვიდრებას, არამედ, პირიქით, ახალისებს ჰომოფობიას და სიძულვილს. მათი, როგორც ხელისუფლების წარმომადგენლების ნათქვამი, კიდევ უფრო აგულიანებს ჰომოფობიურ ჯგუფებს, ვინაიდან პოტენციური თავდასხმის გამო პასუხისმგებლობას აკისრებს ღირსების მარშის ორგანიზატორებს და არა აგრესიულად განწყობილ ჯგუფებს მაშინ, როდესაც სწორედ ამ უკანასკნელთა მხრიდან ხორციელდებოდა და ხორციელდება მუქარა და ძალადობრივი ქმედებები", - ვკითხულობთ განცხადებაში. განაცხადებას ხელს აწერენ: სამოქალაქო პლატფორმა „არა-ფობიას!” და „კოალიცია თანასწორობისათვის” წევრი ო...
წყარო

Anastasia

თბილისი
  • 17 წუთის წინ

Lilu

ბათუმი
  • 19 წუთის წინ

Dominanti

თბილისი
  • 18 საათის წინ

Natuka

ბათუმი
  • 20 წუთის წინ

Natali ❤️

თბილისი
  • 17 საათის წინ

Нора

თბილისი
  • 1 საათის წინ

Lizi

თბილისი
  • 2 საათის წინ

Tika

თბილისი
  • საიტზეა
  • VIP

Anka transi

თბილისი
  • 1 წუთის წინ

Tiko

თბილისი
  • 11 თვის წინ

Salome

რუსთავი
  • 6 საათის წინ

Niako

ბათუმი
  • 16 წუთის წინ