რეგიონული არჩევნების პირველ ტურში ემანუელ მაკრონის „წინ, რესპუბლიკა“ კონკურენტებს მნიშვნელოვნად ჩამორჩება

საფრანგეთში კვირას გამართულ რეგიონული არჩევნების პირველ ტურში, წინასწარი შედეგებით, ლიდერობენ საფრანგეთის მემარჯვენე პარტია „რესპუბლიკელები“ და მისი მომხრე პარტიები, რომლებიც IPSOS-ის კვლევის თანახმად ხმათა სულ მცირე 27%-ს აგროვებენ. 19%-ით მეორე შედეგი აჩვენა მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე „ნაციონალურმა გაერთიანებამ“, წინა 2016 წლის ადგილობრივ არჩევნებთან შედარებით მას ამომრჩეველთა 7%-ით ნაკლებმა დაუჭირა მხარი. მაშინ არჩევნების პირველ ტურში ულტრამემარჯვენეებმა 27,7% მოიპოვეს. კონკურენტებს ძალიან ჩამორჩება პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის „წინ, რესპუბლიკა“, რომელიც, წინასწარი შედეგებით, მოსალოდნელზე უფრო ნაკლებ - ხმათა 11 %-ს აგროვებს. პრეზიდენტის პარტიაზე უკეთესი შედეგები აქვთ ფრანგ სოციალისტებს - 16,5-17,5% და „მწვანეებს“ – 12-13%. უკიდურესი მემარცხენე პარტია „ქედუხრელი საფრანგეთი“ დაახლოებით 4%-ის იღებს. რეგიონული არჩევნების პირველ ტურში რეკორდულად დაბალი იყო ამომრჩეველთა აქტიურობა - არჩევნებში მონაწილეობდა ხმის უფლების მქონე მოქალაქეთა დაახლოებით 35%. საფრანგეთის რეგიონული არჩევნები, რომლის მეორე ტური ერთი კვირის თავზე, 27 ივნისს გაიმართება, მომავალ წელს დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნების წინ ამომრჩეველთა განწყობის საზომს წარმოადგენს. ...
წყარო

Kato

თბილისი
  • 22 თვის წინ

Natali

ბათუმი
  • 17 საათის წინ

Mariami

ქუთაისი
  • 10 დღის წინ

Eka

თბილისი
  • 2 თვის წინ

Lela-(t r a n s i)

თბილისი
  • 4 თვის წინ

Lilia

ქუთაისი
  • 15 წუთის წინ

Masaji lika

თბილისი
  • 3 თვის წინ

Tika

თბილისი
  • 1 საათის წინ

Lata

თბილისი
  • 57 წუთის წინ

Nuca

ბათუმი
  • 54 წუთის წინ

Nuca

თბილისი
  • 26 თვის წინ

Nini

თბილისი
  • 11 თვის წინ