გერმანიაში ჯაშუშობის ბრალდებით რუსეთის მოქალაქე დაკავეს

გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ კარლსრუეში 21 ივნისს განაცხადა, რომ გასულ კვირაში დააკავეს რუსეთის მოქალაქე, რომელსაც ბრალად ედება თავისი ქვეყნის სასარგებლოდ ჯაშუშობა. პროკურატურის ცნობით, დაკავებულია ელნურ ნ. ეჭვმიტანილის ვინაობას სასამართლომდე, გერმანიის კანონით, არ გაამხელენ. ის დაკავეს პარასკევს, შაბათს სასამართლომ მას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მის ბინასა და სამუშაო ადგილზე ჩატარდა ჩხრეკა. ეჭვმიტანილი გერმანიის ერთ-ერთი უნივერსიტეტის მეცნიერ-თანამშრომელია. გამოძიება თვლის, რომ სულ მცირე, 2020 წლის ოქტომბრიდან 2021 წლის ივნისამდე ის რუსეთის პრესამსახურებთან თანამშრომლობდა. დადგენილია მისი სამი შეხვედრა რუსეთის საგარეო დაზვერვის თანამშრომლებთან, როცა ის რუსეთის აგენტს გადასცემდა ინფორმაციას, რომელსაც მოიპოვებდა უნივერსიტეტში და სანაცვლოდ იღებდა ფულს. კონსტიტუციის დაცვის სამსახურის ხელმძღვანელმა, ტომას ჰალდენვანგმა ახლახან გერმანიის პრესისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ გერმანიის ტერიტორიაზე რუსეთი სადაზვერვო საქმიანობას ეწევა იმავე ინტენსიურობით, როგორც "ცივი ომის" დროს. რუსეთის სპეცსამსახურების ინტერესი გერმანიაში მოიცავს საგარეო პოლიტიკას და შეიარაღებას, თავდაცვას და ევროკავშირის სტრუქტურებში მონაწილეობას, აცხადებს ჰალდენვანგი, რომელმაც გერმანიის ტერიტორიაზე რუსეთის სპეცოპერაციებს შორის დაასახელა საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა ბერლინში, რაშიც გერმანია რუსეთის სამთავრობო სტრუქტურებს ადანაშაულებს. ჰალდენვანგი თვლის, რომ რუსეთის „მეთოდები ხდება სულ უფრო უხეში და საშუალებები - სულ უფრო სასტიკი“. ...
წყარო

Qeti

თბილისი
  • 1 თვის წინ

Taso

ქუთაისი
  • 3 თვის წინ
  • VIP

Lana

თბილისი
  • 8 წუთის წინ

Likuna

თბილისი
  • 2 საათის წინ

Sopio

თბილისი
  • 1 დღის წინ

Nia

თბილისი
  • 2 დღის წინ

Tata

თბილისი
  • 1 საათის წინ

Eka

თბილისი
  • 7 თვის წინ
  • 100%

Lara

თბილისი
  • 8 დღის წინ

Maka

თბილისი
  • 3 საათის წინ

Marta

თბილისი
  • 11 თვის წინ

Liza varketili

თბილისი
  • 8 დღის წინ