ღარიბაშვილი ფაშიანიანს ულოცავს საპარლამენტო არჩევნებში მისი პარტიის გამარჯვებას

წინასწარი შედეგების მიხედვით საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა ნიკოლ ფაშინიანს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. „გულითადად ვულოცავ სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს წარმატებული არჩევნების ჩატარებას და წინასწარი შედეგების მიხედვით „სამოქალაქო თანხმობის“ პარტიის გამარჯვებას. წარმატებებს გისურვებთ მომავალშიც! მოუთმენლად ველი მჭიდრო თანამშრომლობას სომხეთის ახალ მთავრობასთან“, - წერს ირაკლი ღარიბაშვილი „ტვიტერზე“. სომხეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამოაცხადა ბიულეტენების 100%-ის შეჯამებით მიღებული შედეგები. პარლამენტის რიგგარეშე არჩევნებში, პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ნიკოლ ფაშინიანის პარტიას, „სამოქალაქო შეთანხმებას“, ხმა მისცა კენჭისყრაში მონაწილეთა 53.92%-მა, მის მთავარ მეტოქეს, ექსპრეზიდენტ რობერტ ქოჩარიანის ბლოკს, „ჰაიასტანს“(სომხეთი) კი, 21.04%-მა. საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ ეთანხმება ბლოკი „ჰაიასტანი“. რობერტ ქოჩარიანის ბლოკში აცხადებენ, რომ არჩევნებს ჩრდილი მიაყენა ასეულობით შეტყობინებამ დარღვევების შესახებ, რაც ადასტურებს წინასწარ დაგეგმილ და კოორდინირებულ გაყალბებას. „ჰაიასტანის“ თანახმად, სანამ ყველა სადავო საკითხი არ გაირკვევა და ეჭვები არ გაქარწყლდება, ბლოკი არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. ...
წყარო
  • VIP
  • 100%

Emma

ბათუმი
  • 4 დღის წინ

Frea

თბილისი
  • 2 თვის წინ

Eka

ქუთაისი
  • 1 საათის წინ

Alina

თბილისი
  • 1 თვის წინ

Kylie

თბილისი
  • 40 წუთის წინ

Eva

რუსთავი
  • 3 დღის წინ

Ekyna

თბილისი
  • 6 დღის წინ

Natali

თბილისი
  • 5 თვის წინ

B a b i

თბილისი
  • 7 თვის წინ

Natash

ქუთაისი
  • 7 საათის წინ

Lana

თბილისი
  • 6 საათის წინ

Olichka

თბილისი
  • 11 თვის წინ