კრემლში ფაშინიანის გამარჯვებას ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში „დამაჯერებელი“ უწოდეს

რუსეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ კრემლში ყურადღებით ადევნებდნენ თვალს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობას სომხეთში, სადაც პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ნიკოლ ფაშინიანის ლიდერობით მოქმედი პარტია „სამოქალაქო შეთანხმება“ დამაჯერებლად იმარჯვებს. „ჩვენ მივესალმებით არჩევნების ჩატარებულად გამოცხადების შესახებ სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობას და, რა თქმა უნდა, ვხედავთ, რომ ფაშინიანის პარტიამ დამაჯერებელ გამარჯვებას მიაღწია“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა, 21 ივნისს ჟურნალისტებთან საუბარში. კრემლის წარმომადგენელმა რუსეთის სტრატეგიულ მოკავშირე სომხეთს უსურვა განვითარება და კეთილდღეობა, მათ შორის იმ სამმხრივი შეთანხმების რეალიზების მეშვეობით, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის „უშუალო მონაწილეობით“ იქნა მიღწეული. სომხეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამოაცხადა ბიულეტენების 100%-ის შეჯამებით მიღებული შედეგები. პარლამენტის რიგგარეშე არჩევნებში, პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ნიკოლ ფაშინიანის პარტიას, „სამოქალაქო შეთანხმებას“ ხმა მისცა კენჭისყრაში მონაწილეთა 53.92%-მა, მის მთავარ მეტოქეს, ექსპრეზიდენტ რობერტ ქოჩარიანის ბლოკს, „ჰაიასტანს“(სომხეთი) კი, 21.04%-მა. ექსპრეზიდენტ სერჟ სარგსიანის ოპოზიციურმა ბლოკმა მიიღო ხმების 5.23%, რაც იმას ნიშნავს, რომ ვერ გადალახა ბლოკებისთვის დადგენილი 7%-იანი ბარიერი. პარლამენტის მანდატების მოსაპოვებლად პარტიებისთვის განსაზღვრული 5%-იანი ბარიერი ვერ გადალახა ვერცერთმა ოპოზიციურმა პარტიამ, მათ შორის - „აყვავებულმა სომხეთმა“(3.96%). ...
წყარო
  • VIP

Sofa

თბილისი
  • 20 წუთის წინ

Ancho varketili

თბილისი
  • 3 თვის წინ

Lika

თბილისი
  • 2 თვის წინ
  • VIP
  • 100%

Tata

თბილისი
  • 2 საათის წინ

Anuki

რუსთავი
  • 4 თვის წინ

Mari

თბილისი
  • 2 თვის წინ

Bela

ქუთაისი
  • 2 დღის წინ

Tika

თბილისი
  • 29 თვის წინ

Tusi29

თბილისი
  • 1 თვის წინ

Nini

ქუთაისი
  • 11 დღის წინ

Nadya

ბათუმი
  • 33 წუთის წინ

mari mari

თბილისი
  • 8 საათის წინ