დოღი გვაქვს უკვე იმდენი ხალხი იძახის „პენსია და პენსიონერი“ – გიორგი ვაშაძეს მივმართავ, შემოუერთი დალოცვილო სამუშაო ჯგუფს, ჩაკეტილი სივრცე და მასონთა ლოჟა კი არ გვაქვს იქ

დოღი გვაქვს უკვე იმდენი ხალხი იძახის – „პენსია და პენსიონერი“ – ამბიციურ ხალხს პატივს ვცემ, მაგრამ ზღვარი ნუ დაგვეკარგება ხოლმე – მინდა გიორგი ვაშაძეს მივმართო – შემოუერთი, დალოცვილო, სამუშაო ჯგუფს, ჩაკეტილი სივრცე და მასონთა ლოჟა კი არ გვაქვს იქ, – ასე მიმართა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „მოქალაქეების“ ლიდერმა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს, გიორგი ვაშაძეს. ელისაშვილმა მას, საჯაროდ, პარლამენტის თავმჯდომარესთან პენსიონერთა სესხის პროცენთან დაკავშირებით შექმნილ სამუშაო ჯგუფში მათთან ერთად მუშაობა შესთავაზა. „ჩვენ სანამ შემოვიდოდით პარლამენტში, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ირაკლი ზარქუა ამ საკითხზე ხმამაღლა საუბრობდა, შემოვედით და პარტია „მოქალაქეებმა“ გავაძლიერეთ ეს ხმა, რომ არ შეიძლება პენსიონერები იღებდნენ 36%-ში სესხს. შევქმენით ერთობლივი ჯგუფი პარლამენტის თავმჯდომარესთან, რამდენიმე დღის წინ იყო ასევე სერიოზული შეხვედრა, სადაც „ლიბერთი ბანკის“ მაღალი თანამდებობის პირების გარდა, მფლობელი ბატონი რუხაძეც იყო მოსული და თქვა, რომ გარკვეულ მოსაზრებებს მოამზადებს, არ მინდა წინასწარ გავასწრო მოვლენებს. აქ, ამ სივრცეში, მოდი ერთ რამეს მივეჩვიოთ – ამბიციურ ხალხსაც პატივს ვცემ, მონდომებულ ხალხსაც, მაგრამ ზღვარი ნუ დაგვეკარგება ხოლმე – მინდა გიორგი ვაშაძეს მივმართო – შემოუერთი შე დალოცვილო ამ სამუშაო ჯგუფს, ჩაკეტილი სივრცე და მასონთა ლოჟა კი არ გვაქვს იქ. არის „ქართული ოცნება“ , რომელმაც საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს და მიაღებინოს უწყებებთან ერთად „ლიბერთი ბანკს“, ვართ ჩვენ და სივრცე ღიაა, ყველას შეუძლია მოვიდეს, ბევრი ადამიანი დაეტევა პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტში, ერთად ვიმუშაოთ, გასაგებია თემაც, აქტუალობაც, კამერებთან საუბარიც, ეს ყველაფერი ძალიან კარგად ვიცი, ჟურნალისტი ვიყავი წლები, მაგრამ ტვინს ნუ ავურევთ ადამიანებს, რომლებიც გაფაციცებულნი ელოდებიან შედეგს – პენსიორებს ვგულისხმობ, გადავწიოთ ეს ჩვენი ამბიციები, მოჭარბებული ვნებები იქით და საერთო ფერხულში ჩავდგეთ იმ სამუშაო ჯგუფში და ერთად გამოვგლიჯოთ „ლიბერთი ბანკს“ პენსიონრების სასარგებლო გადაწყვეტილება, არ გვინდა ცალ-ცალკე პენსიონრების წინაშე კეკლუცობა“, – განაცხადა ელისაშვილმა. შეგახსენებთ, პენსიონერთა საკითხზე საკანონმდებლო ინიციატივა აქვს გიორგი ვაშაძეს, რომელიც საპენსიო სესხის საპროცენტო განაკვეთის შემცირებას ითვალისწინებს. საპენსიო სესხთან დაკავშირებული ინიციატივა ჰქონდათ „მოქალაქეებსაც”, რასთან დაკავშირებითაც პარლამენტში საკომიტეტო განხილვაც შედგა....
წყარო

Nati

ბათუმი
  • 20 დღის წინ

Nuca

თბილისი
  • 8 თვის წინ

Natia.p

თბილისი
  • 2 თვის წინ

Liza varketili

თბილისი
  • 7 დღის წინ

Lusi

თბილისი
  • 1 თვის წინ

Lana

ბათუმი
  • 25 დღის წინ
  • 100%

Maria

ბათუმი
  • 3 თვის წინ

Lana

ქუთაისი
  • 3 დღის წინ

Nuki

თბილისი
  • 5 საათის წინ

Ninaka

თელავი
  • 11 თვის წინ

Natato

თბილისი
  • 7 საათის წინ

Анжелина

თბილისი
  • 26 თვის წინ