რუსეთში მკვდარი იპოვეს მმართველი პარტიის ადგილობრივი დეპუტატი
რუსეთის სტავროპოლის რეგიონის იპატოვის ოლქში ადგილობრივი მუნიციპალიტეტის 47 წლის დეპუტატი, ანდრეი ლედოვსკი, თავის საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. „კავკაზ რეალიის“ თანახმად, მის სხეულზე ძალადობის კვალი არ აღმოჩნდა. ადგილობრივი წყაროები დეპუტატის სიკვდილის სავარაუდო მიზეზად მექანიკურ ასფიქსიას ასახელებენ.
ლედოვსკი ერთმანდატიან იპატოვის ოლქში მმართველი პარტიის „ერთიანი რუსეთის“ დეპუტატი იყო. ბოლო დროს საგადასახადო დეკლარაციაში აღმოჩენილი დარღვევების გამო ლედოვსკისა და მისი კოლეგის, ტატიანა პროკოპენკოს მიმართ შემოწმება მიმდინარეობდა. ცოტა ხნის წინ ორივე დეპუტატმა მიიღეს შეტყობინება, რომ უფლებამოსილებას დაკარგავდნენ.
რუსეთის მმართველი პარტიის მხარდაჭერით ინდმეწარმე ანდრეი ლედოვსკი იპატოვის რაიონის საბჭოსა და ქალაქის დუმაში დეპუტატად სამგზის იყო არჩეული.
...