უნგრეთში „ჰომოსექსუალობის პროპაგანდის“ შესახებ მიღებული კანონის წინააღმდეგ პედაგოგებმა საპროტესტო აქციები დაიწყეს

უნგრეთი პედაგოგებისა და ფსიქოლოგების მიერ ორგანიზებულმა საპროტესტო აქციებმა მოიცვა მას შემდეგ, რაც ივნისის შუა რიცხვებში უნგრეთის პარლამენტმა სადავო კანონპროექტი მიიღო. დოკუმენტი კრძალავს სკოლებში ისეთი ინფორმაციის განხილვას და გავრცელებას, რომელიც, ხელისუფლების აზრით, ჰომოსექსუალობას და სქესის შეცვლას უწყობს ხელს. საპროტესტო აქციებზე გამოსული პედაგოგები აცხადებდნენ, რომ ისინი არ აპირებენ შეასრულონ კანონის მოთხოვნა და კვლავაც გააგრძელებენ სკოლის მოწაფეებთან ლგბტ-თემის პრობლემებზე საუბარს. უნგრეთის სამოქალაქო თავისუფლების კავშირის ხელმძღვანელის, საბოლჩ ხეგის თქმით, უნგრეთის პარლამენტის მიერ მიღებული კანონი ქვეყნის კონსტიტუციის მორალურ არსს ეწინააღმდეგება და იგი „ღიად რეპრესიულია“. სადავო კანონი კრძალავს წიგნებს, ფილმებსა და ბავშვებისა და მოზარდებისთვის ხელმისაწვდომ სხვა მასალებს, რომლებშიც სექსუალობა არ არის წარმოდგენილი მხოლოდ ჰეტეროსექსუალობად. აკრძალვა ვრცელდება ასევე რეკლამაზე, რომელშიც ჰომოსექსუალები ან ტრანსგენდერები ნორმალურ ადამიანებად არიან წარმოდგენილი. ჯერჯერობით არ არის ნათელი, რა სასჯელს ითვალისწინებს ამ კანონის დარღვევა. „ჰომოსექსუალობის პროპაგანდის“ შესახებ უნგრეთში მიღებული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები ევროპის სხვა ქალაქებშიც ეწყობა. მიუნხენის მუნიციპალური ხელისუფლება გამოვიდა ინიციატივით, რომ ცისარტყელას ყველა ფერით მოირთოს ქალაქის სტადიონი, სადაც ოთხშაბათს გერმანიისა და უნგრეთის საფეხბურთო ნაკრებების შეხვედრა გაიმართება. ...
წყარო

Natali ❤️

თბილისი
  • 2 საათის წინ

Tako

თბილისი
  • 6 საათის წინ

Nuro masaji

თბილისი
  • 11 საათის წინ

Tatia

თბილისი
  • 2 საათის წინ

Lika

თბილისი
  • 2 თვის წინ

Marina

თბილისი
  • 7 დღის წინ

Nita

თბილისი
  • 8 თვის წინ

ბარბი

ბათუმი
  • 2 თვის წინ

Taso88

თბილისი
  • 1 საათის წინ

Masaji lika

თბილისი
  • 3 თვის წინ

Sofi

თბილისი
  • 7 თვის წინ

Salome

რუსთავი
  • 5 საათის წინ