ევროკავშირის გარდა შვიდი ევროპული ქვეყანა შეუერთდა ბელარუსის ავიაკომპანიების მიმართ აკრძალვებს

ევროკავშირმა განაცხადა, რომ შვიდი ევროპული სახელმწიფო, რომელიც ევროპის კავშირის შემადგენლობაში არ შედის, დათანხმდა, თავისი ტერიტორია დაუკეტოს ბელარუსის თვითმფრინავებს დასაფრენად, ასაფრენად და ტრანზიტისთვის. ეს ნაბიჯი პასუხია გასულ თვეში მომხდარ ინციდენტზე, როცა ბელარუსმა აიძულა სამგზავრო თვითმფრინავი, მინსკში დამჯდარიყო და ოპოზიციონერი ჟურნალისტი დააპატიმრა. ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების ხელმძღვანელმა ჟოზეპ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ოთხი ქვეყანა - ალბანეთი, მონტენეგრო, ჩრდილოეთი მაკედონია და სერბეთი - ასევე ისლანდია, ლიხტენშტაინი და ნორვეგია „შეუერთდა“ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ 4 ივნისს მიღებულ გადაწყვეტილებას, აკრძალვები დაუწესონ ბელარუსის ავიაკომპანიებს. 23 მაისს ბელარუსის ხელისუფლებამ აიძულა Ryanair-ის სამგზავრო თვითმფრინავი, დამჯდარიყო მინსკის აეროპორტში და მასში მყოფი ოპოზიციონერი ბლოგერი, რამან პრატასევიჩი და მისი მეგობარი დააპატიმრეს. ევროპის კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა 21 ივნისს ბელარუსს ახალი პერსონალური სანქციები დაუწესეს. ევროპის კავშირმა ბელარუსს შეიძლება უკვე ამ კვირაში დაუწესოს ეკონომიკური სანქციები ამ ქვეყნის ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის გამო, - განაცხადა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელძღვანელმა, ჟოზეპ ბორელმა. ეკონომიკურ სანქციებს განიხილავენ ევროკავშირის სახელმწიფოთა მეთაურები 24-25 ივნისს, თავიანთი სამიტის დროს. ადრე, რადიო თავისუფლების კორესპონდენტი წყაროზე დაყრდნობით იტყობინებოდა, რომ დიდი ალბათობით სანქციები შეეხება ბელარუსიდან ნავთობპროდუქტების და კალიუმის სასუქების გატანას და ასევე საბანკო სფეროს. ...
წყარო

Sali

თბილისი
  • 7 თვის წინ

ზიზი

თბილისი
  • 11 წუთის წინ

Qeti

თბილისი
  • 1 თვის წინ

Marikuna

თბილისი
  • 28 თვის წინ

Elene

თბილისი
  • 3 საათის წინ

Eva

თბილისი
  • 10 საათის წინ

Lusi

თბილისი
  • 1 თვის წინ

Lilia

ქუთაისი
  • 5 საათის წინ

Vika

თბილისი
  • 4 დღის წინ

Нора

თბილისი
  • 1 საათის წინ

Maria

თბილისი
  • 23 თვის წინ

Алина

თბილისი
  • 2 თვის წინ