ილია მეორე ზაზა გახელაძის გათავისუფლების თხოვნით მიმართავს რუსეთის პატრიარქს

გორისა და ატენის მიტროპოლიტ ანდრიას და კასპისა და სამთავისის მიტროპოლიტი დამიანეს შეხვედრა ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებთან დასრულდა. შეხვედრის შემდეგ მიტროპოლიტმა ანდრიამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ზაზა გახელაძის გათავისუფლების თხოვნით მიმართავს მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქს კირილეს. როგორც მიტროპოლიტი აღნიშნავს, შესაბამისი წერილი საპატრიარქოში უკვე მზად არის და მალე გაიგზავნება მოსკოვში. ზაზა გახელაძის ოჯახში მისულმა სასულიერო პირებმა ცხინვალის ციხის პატიმრის ოჯახის წევრებს მხნეობა და გამძლეობა უსურვეს. რაც შეეხება ოჯახის პოზიციას. ის ამ დროისთვის უცვლელია და 23 ივნისს საპროტესტო აქცია ქვემო ჭალიდან დაიწყება. ზაზა გახელაძე 2020 წლის 11 ივლისს დააკავეს და უკანონოდ მიუსაჯეს 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა. მას შემდეგ, თითქმის ერთი წელია, ოჯახი უშედეგოდ ელოდება ზაზა გახელაძის გათავისუფლებას, ამიტომ გადაწყვიტეს, სწორედ მის დაბადების დღეზე დაიწყონ საპროტესტო აქციები. ზაზა გახელაძის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია სოფელ ქვემო ჭალაში 23 ივნისს 12:30 საათზე დაიწყება. მოძრაობა სირცხვილია და პოლიტიკური მოძრაობა დროა საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის მხარდამჭერ აქციას შეუერთდებიან. ...
წყარო

Anna

თბილისი
  • 2 დღის წინ

Анастасия

თბილისი
  • 26 დღის წინ

Sofo

ქუთაისი
  • 1 თვის წინ

Eka

ბათუმი
  • 1 თვის წინ

ანა

ბათუმი
  • 2 დღის წინ

Marta

თბილისი
  • 23 საათის წინ

Sara

თბილისი
  • 23 წუთის წინ

Deko

თბილისი
  • 2 საათის წინ

Madlena transi

ბათუმი
  • 8 საათის წინ

❤️nata❤️

თბილისი
  • 1 თვის წინ

Nini

ქუთაისი
  • 12 დღის წინ

Sofia

ბათუმი
  • 1 დღის წინ