მოსკოვში დააკავეს Pussy Riot-ის კიდევ ერთი მონაწილე მარია ალიოხინა

მოსკოვში დააკავეს პანკ-როკ ჯგუფ Pussy Riot-ის მონაწილე მარია ალიოხინა და დაურეგისტრირებელი პარტიის, „ე.ვ. ლიმონოის სხვა რუსეთის“ მოსკოვის განყოფილების უფროსი ოლგა შალინა. ამის შესახებ „მედიაზონა“ იტყობინება. ისინი კუნცევოს რაიონის პოლიციის განყოფილებაში მიიყვანეს. მანამდე პოლიციამ დააკავა Pussy Riot-ის ორი სხვა წარმომადგენელი ალექსანდრა სოფეევა და ანა კუზმინიხი, ასევე მოსკოვის მუნიციპალიტეტის დეპუტატი ლიუსია შტეინი. ამ უკანასკნელს ბრალად დასდეს პოლიციის თანამშრომლებისადმი დაუმორჩილებლობა. სოფეევაზე ოქმი შეადგინეს აკრძალულ ადგილებში ალკოჰოლის მოხმარების ბრალდებით. გუშინ Pussy Riot-ის კიდევ ერთი წევრი, ვერონიკა ნიკულშინა, 15 დღით დააკავეს პოლიციის კანონიერი მოთხოვნებისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით. ნიკულშინაზე ოქმი შეადგინეს აქტივისტის უარის გამო, პოლიციის განყოფილებაში მისულიყო ახსნა-განმარტების მისაცემად. რაპორტის მიხედვით, პოლიციელებს სურდათ ეკითხათ მისთვის, აპირებდა თუ არა სანქტ-პეტერბურგში ევრო-2020-ის ღონისძიების ჩაშლას. ნიკულშინა იყო Pussy Riot-ის იმ მონაწილეთა შორის, რომლებიც 2018 წელს რუსეთში პოლიტიკური რეპრესიების წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში საფეხბურთო მოედანზე გავიდნენ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მატჩის დროს. მაშინ ის სამ ადამიანთან ერთად დააკავეს 15 დღით და დააჯარიმეს. Photo Gallery: "პუსი რაიოტის" პროტესტი მსოფლიო თასის ფინალზე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ მატჩზე მოედანზე შეჭრა მოახერხა ოთხმა პირმა, რომლებსაც სწრაფად დაატოვებინეს მინდორი. სტადიონზე შეჭრაზე პასუხისმგებლობა აიღო ცნობილმა პანკ-ჯგუფმა “პუსი რაიოტმა” Facebook-ზე გაზიარება Twitter-ზე გაზიარება В Контакте-ზე გაზიარება გაუგზავნეთ მეგობარს ...
წყარო

Niako

ბათუმი
  • 1 საათის წინ

Samira

თბილისი
  • 13 თვის წინ

Marimxiar

თბილისი
  • 22 თვის წინ

Eka

ბათუმი
  • 2 თვის წინ

Dada

თბილისი
  • 19 წუთის წინ
  • VIP

Mia

თბილისი
  • 5 საათის წინ

Natuka

თბილისი
  • 6 საათის წინ

анастасия

თბილისი
  • 6 თვის წინ

Viki

ბათუმი
  • 6 საათის წინ
  • VIP

Mari

თბილისი
  • 1 საათის წინ

Алина

თბილისი
  • 13 დღის წინ

Vika

თბილისი
  • 5 თვის წინ