აშშ-ში მთავარ საფრთხედ დაასახელეს კორონავირუსის "დელტა" შტამი

აშშ-ის ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის, თეთრი სახლის მრჩევლის, ენტონი ფაუჩის განცხადებით, ამ ეტაპზე, პანდემიასთან ბრძოლის პროცესში ყველაზე დიდი საფრთხეა კორონავირუსის შტამი „დელტა“, რომელიც პირველად ინდოეთში აღმოაჩინეს და გაცილებით უფრო გადამდებია, ვიდრე თავდაპირველი ვარიანტი SARS-CoV-2, ან პირვლად ბრიტანეთში გამოვლენილი შტამი „ალფა“. ფაუჩის ინფორმაციით, ბოლო ორ კვირაში, აშშ-ში ორჯერ გაიზარდა „დელტა“ შტამით ინფიცირებულთა რაოდენობა და 20%-ს მიაღწია. ამასთან, ენტონი ფაუჩი ამბობს, რომ ქვეყანაში გამოყენებული ვაქცინები კორონავირუსის ამ ვარიანტს ეფექტურად ებრძვიან. მაგალითად, „ფაიზერის“ ვაქცინა ინფიცირებისგან 88%-ით იცავს, მძიმე ფორმისა და ჰოსპიტალიზაციისგან კი 96%-ით. შესაბამისად, ფაუჩის განცხადებით, აშშ-ს აქვს ეპიდაფეთქების საწინააღმდეგო ინსტრუმენტი და ის აქტიურად უნდა გამოიყენონ. კოვიდ-ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინების ორივე დოზით აცრილია ამერიკელების 45%-ზე მეტი. სამშაბათს თეთრმა სახლმა აღიარა, რომ აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისთვის, 4 ივლისისთვის, მოქალაქეების 70%-ის თუნდაც ერთი დოზით აცრის დაპირება ვერ სრულდება. თეთრ სახლში მიზეზად ის დაასახელეს, რომ 18-დან 26 წლამდე ასაკის ახალგაზრდების აცრა გაცილებით რთული აღმოჩნდა, ვიდრე მათზე უფროსი ასაკის მოქალაქეების. ...
წყარო

анастасия

თბილისი
  • 6 თვის წინ

Anano

ბათუმი
  • 5 წუთის წინ

Irinka

თბილისი
  • 2 თვის წინ

Sali

თბილისი
  • 2 დღის წინ

Sopo

თბილისი
  • 1 საათის წინ

anania

ქუთაისი
  • 4 დღის წინ

Ekuna

თბილისი
  • 24 თვის წინ

❤ანუკი❤

თბილისი
  • 4 თვის წინ

Lika

ბათუმი
  • 3 საათის წინ

Irmako

თბილისი
  • 8 თვის წინ

Teona

ქუთაისი
  • 4 დღის წინ

Batumi transi

ბათუმი
  • 7 საათის წინ