წელიწადნახევრიანი შესვენების შემდეგ შეშინებულმა ხელისუფლებამ გაიღვიძა და 2 ივლისს ახალი სასამართლო განხილვა დანიშნა – არავითარი იმუნიტეტით არ ვისარგებლებ

ჩვენმა შეშინებულმა ხელისუფლებამ და პოლიტიზებულმა მართლმსაჯულებამ უცბად გაიღვიძა წელიწადნახევრიანი შესვენების შემდეგ და უცბად ჩანიშნა 2 ივლისს ახალი სასამართლო განხილვა – არავითარ შემთხვევაში არავითარი იმუნიტეტით არ ვისარგებლებ,- ამის შესახებ მამუკა ხაზარაძემ პარლამენტში ჟურნალისტებთან განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, საქმე ეხება მის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთო წერეთლის საქმეს. “საეჭვო დამთხვევა მოხდა, გუშინ მე წინააღმდეგი წავედი პარლამენტში კანონის იმ ჩანაწერის, რომელიც დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნის რაოდენობრივ კვოტას ეხებოდა და ჩემი პოზიციაა, რომ საქართველოში უნდა შევქმნათ სიტუაცია, სადაც დეპუტატებს იმუნიტეტი არ უნდა სჭირდებოდეთ. მე კიდევ ერთხელ ვადასტურებ, არავითარ შემთხვევაში არავითარი იმუნიტეტით არ ვისარგებლებ და როგორც კი მე ეს განცხადება გუშინ გავაკეთე, მოხდა სასამართლოს ჩანიშვნა. შეიძლება ეს დამთხვევაა, შეიძლება ეს არის სპეციალურად გაკეთებული, ამას არ აქვს მნიშვნელობა, მნიშველობა აქვს, რომ ეს პოლიტიზებული, ერთი კაცის მართული სასამართლო და პროკურატურა უნდა დასრულდეს! ვერ ეღირსებიან, ვერ ეღირსება ერთი კაცი და მისი უკანონო გადაწყვეტილებების აღმსრულებლები, რომ რაიმე მეთოდით უკან დავიხიოთ რამეზე. ჩვენ პარლამენტში შემოვედით იმისთვის, ამ ქვეყანაში ჩვენი ცხოვრება რადიკალურად შევცვალოთ უკეთესობისკენ და არა იმისთვის, რომ რაიმეს დავემალოთ ან ვინმეს გავურიგდეთ. ამ ქვეყანაში ამ მმართველობას დავასრულებთ და რეალურად ამ შენობიდან დაიწყება ამის გაკეთება,”- განაცხადა ხაზარაძემ. კითხვაზე, როცა ის აცხადებს, რომ იმუნიტეტით არ ისარგებლებს, რას გულისხმობს ამაში, ხაზარაძე პასუხობს -” მე დავტოვებ მანდატს. მე ვარ მართალი და ამის შესახებ 20-მა ადგილობრივმა და საერთაშორისო ორგანიზაციამ დაადასტურა ჩვენი საქმის შესწავლის შედეგად. სახელმწიფო დეპარტამენტმა ძალიან მკვეთრი განცხადება გააკეთა, რომ ეს არის პოლიტიზებული საქმე. ამ ქვეყანაში ჩვენ ვიქნებით მაგალითი, რომელიც ამ სისტემას დაანგრევს“....
წყარო

Deaaa

ბათუმი
  • 11 თვის წინ

Nini varketili

თბილისი
  • 7 დღის წინ
  • VIP
  • 100%

Mako

თბილისი
  • 1 წუთის წინ

Vika

თბილისი
  • 6 საათის წინ

Tiko

თბილისი
  • 18 საათის წინ

Shale

თბილისი
  • 3 თვის წინ

Tamo-vip

თბილისი
  • 6 დღის წინ

Sali

აბასთუმანი
  • 2 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 2 დღის წინ

Natato

თბილისი
  • 5 საათის წინ

Katis

თბილისი
  • 1 თვის წინ

Ekyna

თბილისი
  • 6 დღის წინ