ბატონმა ხაზარაძემ განაცხადა, იმუნიტეტი საერთოდ არ მჭირდებაო – მის პოლიტიკოსობამდე დაიწყო ეს პროცესი და ყველაზე სამართლიანი და უპრიანია მივყვეთ სასამართლო პროცესებს

გუშინ ბატონმა ხაზარაძემ განაცხადა, მე საერთოდ იმუნიტეტი არ მჭირდებაო – ყველაზე სამართლიანი და უპრიანია მივყვეთ სასამართლო პროცესებს, – ასე ეხმიანება საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი ჟურნალისტებთან მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და ვატო წერეთლის წინააღმდეგ სასამართლო პროცესების განახლების საკითხს. მისი თქმით, სისხლისსამართლებრივი დევნა პოლიტიკოსის წინააღმდეგ პოლიტიკურ მარღლმსაჯულებაზე არ მიუთითებს. „სასამართლო პროცესი არის სასამართლო პროცესი. ის, რომ თქვენ სასამართლო პროცესის შემდეგ გახდით პოლიტიკოსი ან პოლიტიკაში ყოფნის დროს თქვენზე არის სასამართლო პროცესი ამა თუ იმ საქმესთან დაკავშირებით, არ ნიშნავს იმას, რომ ეს არის პოლიტიზირებული სასამართლო პროცესი. ის, რომ შეიძლება სისხლისსამართლებრივი დევნის ქვეშ იყოთ და იყოთ პოლიტიკოსი, ჟურნალისტი ან ნებისმიერი სხვა პროფესიის და მხოლოდ იმიტომ, რომ გსურთ დამატებით იმუნიტეტი შეიქმნათ და საკითხს უწოდოთ პოლიტიკურად ანგაჟირებული, ეს არ არის სწორი. მის პოლიტიკოსობამდე დაიწყო ეს პროცესი და ყველაზე სამართლიანი და უპრიანია მივყვეთ სასამართლო პროცესებს. ხშირად ვართ დღევანდელ სასამართლოში იმის მოწმე, რომ სასამართლო უკიდურეს შემთხვევებში იყენებს ხოლმე წინასწარ პატიმრობას და დიდი სტატისტიკა გვაქვს გამამართლებელი განაჩენის გამოტანის,”- განაცხადა ქადაგიშვილმა....
წყარო

Sofi

თბილისი
  • 1 დღის წინ

Nurbanu

თბილისი
  • 2 თვის წინ

Nina

თბილისი
  • 7 თვის წინ

Gvanci

თბილისი
  • 2 დღის წინ

Vika

თბილისი
  • 2 საათის წინ

анастасия

თბილისი
  • 6 თვის წინ

Anita

თბილისი
  • 5 საათის წინ

Anna

თბილისი
  • 2 დღის წინ

Salo

თბილისი
  • 1 თვის წინ

Natali

თბილისი
  • 5 თვის წინ

ნუკი

ქუთაისი
  • 3 საათის წინ

Maria

თბილისი
  • 23 თვის წინ