რეგულირების სააგენტომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ცხრა დარღვევა გამოავლინა

სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის შესახებ პასუხობს ფრაქცია „ლელო“ - პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრის ანა ნაცვლიშვილის შეკითხვებს, რომლებიც მან პარლამენტის წევრის კითხვით ფორმატში გაგზავნა. დეპუტატმა ჯანდაცვის მინისტრს შემდეგი შეკითხვებით მიმართა: როგორც ლიცენზიის გამცემმა ორგანომ, რა ღონისძიებები გაატარეთ ან რა ნაბიჯების გადადგმას გეგმავთ იმისათვის, რომ სახალხო დამცველს მიეცეს პანსიონში შესვლის შესაძლებლობა? როგორც ლიცენზიის გამცემმა ორგანომ, რა ღონისძიებები გაატარეთ ან რა ნაბიჯების გადადგმას გეგმავთ იმისათვის, რომ პანსიონში ბავშვთა უსაფრთხოება და უფლებები იყოს გარანტირებული? სააგენტოს საპასუხო წერილში ჩამოთვლილია პანსიონატში აღმოჩენილი დარღვევები. ამასთან, განმარტავს, რომ სახალხო დამცველის აპარატისთვის საქმიანობის დაუბრკოლებლად განხორციელების მიზნით, გარკვეული ღონისძიებების გატარება, არ წარმოადგენს სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს კომპეტენციას. თუმცა, სააგენტო აღნიშნავს, რომ ლიცენზიის გამცემი უფლებამოსილია შეამოწმოს ლიცენზიის მფლობელი, თუ არსებობს დასაბუთებული ინფორმაცია ლიცენზიის მფლობელის მიერ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ კანონით დადგენილი სალიცენზიო პირობების დარღვევის შესახებ“. როგორც წერილში ვკითხულობთ, ააიპ „საქართველოს საპატრიარქოს ჯავახეთის ქალაქ ნინოწმინდის წმინდა ნინოს ობოლ უპატრონო და მზრუნველობა მოკლებულ ბავშვთა პანსიონატში“ სააღმზრდელო საქმიანობის სალიცენზიო პირობების შემოწმება დაიგეგმა და განხორციელდა (04.06.21.) მას შემდეგ, რაც გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ დაწესებულებაში ირღვევა ბავშვზე ზრუნვის სტანდარტები. შესწავლით დადგინდა, რომ დაწესებულებაში დარღვეულია საქართველოს მთავრობის No 66 15.01.14 დადგენილების „ტექნიკური რეგლამენტი - ბავშვზე ზრუნვის სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ შემდეგი მოთხოვნები: ვერ იქნა წარმოდგენილი სტანდარტის დანართით გათვალისწინებულისაინფორმაციო ფურცელი; დაწესებულებაში არსებული შინაგანაწესი არ მოიცავს: ბენეფიციართა მხრიდან სოციალურად მიუღებელი ქცევების მართვის წესებსა და მეთოდებს; უკუკავშირის და გაპროტესტების პროცედურებს, კონფიდენციალურობის დაცვის საკითხებს; ვერ იქნა წარმოდგენილი დასაქმებული პერსონალის ნასამართლეობის ცნობები; ადმინისტრაციის მიერ დამტკიცებული კვირის მენიუს მიხედვით, რიგ შემთხვევებში სადილი არ არის 3-კომპონენტიანი. არ არის უზრუნველყოფილი ბენეფიციართა ჯგუფური დასვენება საქართველოს კურორტებზე წელიწადში არანაკლებ 12 დღის განმავლობაში; ადგილზე არ ინახებოდა და პერსონალი არ იყო ინფორმირებული მთავრობის დადგენილების „ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამ...
წყარო

Deko

თბილისი
  • 1 საათის წინ

Lizi

თბილისი
  • 6 თვის წინ

Elene

თბილისი
  • 1 საათის წინ

Ilona

აბასთუმანი
  • 2 თვის წინ

Lela-(t r a n s i)

თბილისი
  • 4 თვის წინ

Viktorya

ქუთაისი
  • 1 თვის წინ

Lile

თბილისი
  • 1 დღის წინ

Sali

თბილისი
  • 6 საათის წინ

Lera

რუსთავი
  • 4 თვის წინ

Tiko

თბილისი
  • 24 წუთის წინ

Lanuki transi qutaisi

ქუთაისი
  • საიტზეა

Nigina

ბათუმი
  • 1 თვის წინ