უმრავლესობის დეპუტატები ისეთ საკითხებზე მოითხოვდნენ ჩემგან რეაგირებას, რაც სახალო დამცველის კომპეტენციაში არ შედის

სახალხო დამცველმა პარლამენტში ანგარიშის წარდგენის შემდეგ დეპუტატების მხრიდან დასმულ 60 შეკითხვას უპასუხა. დეპუტატები, საბოლოო ჯამში, ომბუდსმენის მუშაობას დადებითად აფასებენ. სხდომის დასრულების შემდეგ, ნინო ლომჯარიამ ანგარიშის წარდგენა შეაფასა და განაცხადა, რომ დეპუტატების მაღალი ჩართულობის მიუხედავად, ბევრი შენიშვნა, რომელიც მმართველი გუნდის მხრიდან გაჟღერდა, სახალხო დამცველის ფუნქციაში არ შედის. “მიუხედავად იმისა, რომ ყველა დეპუტატი იყო კონსტრუქციულად განწყობილი და გამოხატავდა პატივისცემას ინსტიტუტის მიმართ, მიმაჩნია, რომ კვლავ არის არასწორი მოლოდინები პოლიტიკოსებს შორის სახალხო დამცველის საქმიანობასთან დაკავშირებით, რადგან, მთელ რიგ შემთხვევებში, განსაკუთრებით, უმრავლესობის წარმომადგენელი დეპუტატები, სახალხო დამცველისაგანმოითხოვდნენ რეაგირებას ისეთ საკითხებზე და ისეთი შეფასებების გაკეთებას, რაც არ წარმოადგენს სახალხო დამცველის კომპეტენციას და არაერთი განმარტების გაკეთება მომიწია ამასთან დაკავშირებით,”-განაცხადა ომბუდსმენმა. ოპოზიციის წარმომადგენლებმა ნინო ლომჯარიას მადლობა გადაუხადეს. მათი განცხადებით, სახალხო დამცველი არის ერთადერთი ინსტიტუტი, რომელიც არ არის მოქცეული არაფორმალური მმართველობის ქვეშ. რაც შეეხება მმართველი გუნდის პოზიციას – მათი თქმით, ნინო ლომჯარიამ საინტერესო მოხსენება წარადგინა და იმის მიუხედავად, რომ ბევრ დანაშაულზე მხოლოდ ვარაუდი იყო გამოთქმული, ისინი ამ მიმართულებებს სრულად შეისწავლიან და რეკომენდაციებს გაითვალისწინებენ....
წყარო

Lusi22

თბილისი
  • 24 დღის წინ

Milena

თბილისი
  • 7 საათის წინ

Marikuna

თბილისი
  • 28 თვის წინ

Megi

თბილისი
  • 2 დღის წინ

Tatiana

თბილისი
  • 11 თვის წინ

Sali

თბილისი
  • 7 თვის წინ

Tika

თბილისი
  • 29 თვის წინ

Miako

თბილისი
  • 4 დღის წინ

Tiko

თბილისი
  • 10 დღის წინ

Tako

თბილისი
  • 6 დღის წინ

Nini

თბილისი
  • 6 დღის წინ

Batumi transi

ბათუმი
  • 7 საათის წინ