დეკანოიძე არ გამორიცხავს რომ „ქართული ოცნება" ერთპარტიულ პარლამენტში კვლავ მარტო დარჩეს

ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე ეხმაურება „ლელოს" ლიდერის მამუკა ხაზარაძის მოწოდებას, „შარლ მიშელის შეთანხმების" შეუსრულებლობის შემთხვევაში ოპოზიციის მიერ პარლამენტის რიგების დატოვების შესახებ. საქმე ეხება უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პროცესის შეჩერებას. „მოსამართლეების დანიშვნა და სასამართლო სისტემაში არსებული მდგომარეობა, მათ შორის, იმ შეთანხმების შესრულება, რომელსაც მიუერთდა თვითონ „ოცნება", გარკვეულწილად არის წითელი ხაზი და მე არ გამოვრიცხავ, რომ თვითმმართველობის არჩევნებამდე „ქართული ოცნება" დარჩეს ერთპარტიულ პარლამენტში კვლავ მარტო. ჩვენ გვაქვს მოცემულობა, როდესაც არც ერთი შეთანხმების პუნქტი არ სრულდება და არ სრულდება ის მოლოდინები, რომელიც გვქონდა, მათ შორის, იმ ოპოზიციას, რომელმაც ხელი მოაწერა ამ შეთანხმებას", - თქვა ხატია დეკანოიძემ. ასევე ნახეთ აშშ-ის საელჩომ მარკერით მონიშნა შეთანხმებაში სასამართლოსთან დაკავშირებული რამდენიმე საკითხი „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ 23 ივნისს განაცხადა, რომ პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევას არ წყვეტს. „ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ოპოზიციას მოუწოდა, თუ მმართველი პარტია გააგრძელებს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნას, პარლამენტი დატოვონ. აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა 19 ივნისს თქვა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ახალი მოსამართლეების არჩევა 19 აპრილს პოლიტიკურ მხარეებს შორის დადებული შეთანხმების სულისკვეთებას არ შეესაბამება. ...
წყარო

Anuki

რუსთავი
  • 4 თვის წინ
  • 100%

Natali

თბილისი
  • 21 საათის წინ

Natali❤️

თბილისი
  • 5 დღის წინ

Иришка

თბილისი
  • 1 დღის წინ

Sara

თბილისი
  • 20 წუთის წინ

Lika

თბილისი
  • 25 თვის წინ

M i a k o

თბილისი
  • 7 თვის წინ

Vikaa

ბათუმი
  • 11 თვის წინ

Marina

თბილისი
  • 8 დღის წინ

Leka

თბილისი
  • 23 წუთის წინ

N i a

თბილისი
  • 7 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 3 დღის წინ