„მთავარი არხის" დაკვეთით IPSOS-ის მიერ ჩატარებულ საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევის შედეგები ასახავს პოლიტიკური პარტიების რეიტინგებს.
შეკითხვაზე, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, ხვალ რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს? პასუხები ასე გადანაწილდა:
„ქართული ოცნება" - 32%
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 23%
გიორგი გახარიას მიერ ახლადშექმნილ პარტია - „საქართველოსთვის" - 8%
„გირჩი - მეტი თავისუფლება" - 5%
„ევროპული საქართველო" - 3%
„ლეიბორისტული პარტია" - 3%
„პატრიოტთა ალიანსი" - 3%
„ლელო საქართველოსთვის" - 2%
„სტრატეგია აღმაშენებელი" - 2%
„მოქალაქეები" - 2%
„ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა" - 1%
„დროა" - 1%
„გირჩი" - 1%
„ერთობა, რაობა, იმედი - ერი" - 1%
სხვა - 2%
უარი პასუხზე - 11%
„მთავარი არხის" ინიფორმაციით, გამოკვლევა ჩატარებულია „მთავარი არხის" დაკვეთით ორგანიზაცია IPSOS-ის მიერ. გამოკითხვა ჩატარდა მთელი საქართველოს მასშტაბით 7-დან 17 ივნისის ჩათვლით. სულ პირისპირ გასაუბრებით გამოკითხა 18 წელს ზემოთ ასაკის ათასი რესპონდენტი, რომლებიც შემთხვევითი პრინციპით იქნენ შერჩეულნი. მონაცემების ცდომილების ზღვარი +/- 3%-ია.
...