ქვეყანაში ე.წ. ინდური შტამის 20 დადასტურებული შემთხვევაა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან
გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში "დელტა" ე.წ. ინდური შტამის 20 დადასტურებული
შემთხვევაა.
" ამ დროისთვის, "დელტა" შტამის 20 შემთხვევაა დადასტურებული, ყველა
მათგანი არის იმპორტირებული შემთხვევა", - განაცხადა ამირან
გამყრელიძემ.
ე.წ. ინდური შტამის ხუთი შემთხვევა ქვეყანაში 27 მაისს
დადასტურდა.
კორონავირუსის B.1.617 ვარიანტი, რომელიც 2020 წლის ოქტომბერში
ინდოეთში დაფიქსირდა და ტერმინი "ინდური შტამიც" აქედან დამკვიდრდა.
ჯერჯერობით უცნობია, ახალი ვარიანტი იწვევს თუ არა მეტ გართულებას ან
გარდაცვალებას. ამ მიმართულებით კვლევები მიმდინარეობს....