20 ივნისს დაზარალებულები ოპოზიციის კანონპროექტზე: მორალური სახის შენარჩუნების წარუმატებელი მცდელობაა

20 ივნისის დაზარალებულები პარლამენტში ოპოზიციის მიერ ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ და ამბობენ, რომ მათთვის მნიშვნელოვანი არა ფულადი კომპენსაციია, რასაც კანონპროექტი ითვალისწინებს, არამედ 20 ივნისის საქმის კომპლექსური და სრულფასოვანი გამოძიება, შესაბამისი პირების დასჯა და სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობაა დაშავებულებისთვის. "ჩვენ, 20 ივნისს დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები 2 წელია ვითხოვთ ჩვენი შელახული უფლებების სამართლებრივ აღდგენას, დაზიანებული ჯანმრთელობის რეაბილიტაციისთვის სახელმწიფო გარანტიების მიღებასა და შესაბამისი დამნაშავეების დასჯას. ეს არის ჩვენი მოქალაქეობრივი და ადამიანური პოზიცია. ჩვენი თვითმიზანი არასდროს ყოფილა კონკრეტული ფინანსური ანაზღაურების მიღება. როგორც სახელმწიფო ძალმომრეობის და უსამართლობის მსხვერპლნი ვალდებულად ვთვლით ჩვენი და საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე ბოლომდე ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ 20 ივნისის სისხლიან ღამეზე კონკრეტული სამართლებრივი შედეგი დადგეს, რაც გამოიხატება უკანონო ბრძანების გამცემი საჯარო თანამდებობის პირებისა და ამ ბრძანებების ამსრულებელი სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების დასჯით, რადგან საათების მანძილზე დემონსტრანტების გამიზნული დასახიჩრება და დაზიანება, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების უხეშ დარღვევას წარმოადგენს. კონკრეტული შედეგის დადგომა მნიშვნელოვანია იმისთვისაც, რომ მომავალში ვერცერთმა მთავრობამ ჩვენ ქვეყანაში ვეღარ გაბედოს გამიზნულად საათების მანძილზე ათეულობით და ასეულობით მოქალაქის დასახიჩრება და დაზიანება. ამ მიზნის მიღწევა კი მოითხოვს 20 ივნისის საქმის კომპლექსურ და სრულფასოვან გამოძიებას, შესაბამისი პირების დასჯას და სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობას დაშავებულთათვის, რომლებიც არა ვინმეს კეთილი ნების, არამედ კანონის ძალით იქნებიან მოსარგებლენი სახელმწიფო რეაბილიტაციის გარანტიების და თუნდაც შესაბამისი ანაზღაურების" - ნათქვამია განცხადებაში. ასევე ნახეთ 19-21 ივნისს დაზარალებულთაგან ვინ რამდენ კომპენსაციას მიიღებს - კანონპროექტი დაზარალებულები ამ განცხადებაში კიდევ ერთხელ აღნიშნავენ, რომ მათთვის მიუღებელია "შარლ მიშელის დოკუმენტის" ის მუხლი, რომელიც 20-21 ივნისის მოვლენების ამნისტიას ეხება. "დოკუმენტზე ხელმოწერის შემდგომ ოპოზიციის ნაწილი ცდილობს ამნისტიის შედეგად დამდგარი შედეგი დაზარალებულებისთვის ნაკლებად მტკივნეული გახადოს, თუმცა მათ კარგად უნდა ესმოდეთ რომ ამ ორი წლის მანძილზე ოპერაციების, სულიერი და ფიზიკური ტკივილის გადატანის მთავარ მოტივაციას დაშავებულთათვის არა კონკრეტული ფინანსური დახმარების მიღება, არამედ საქმის გამოძიება და სიმართლის დადგენა წარმოადგენდა...
წყარო

Marimxiar

თბილისი
  • 22 თვის წინ

Mariami

თბილისი
  • 13 თვის წინ

Tata

თბილისი
  • 7 თვის წინ

Lana

თბილისი
  • 1 დღის წინ

Sali

აბასთუმანი
  • 2 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 26 თვის წინ

Lizi 7

ბათუმი
  • 2 საათის წინ

Nini varketili

თბილისი
  • 1 დღის წინ

დეა

თბილისი
  • 15 თვის წინ

Kato

ბათუმი
  • 15 საათის წინ

Madina

ბათუმი
  • 17 საათის წინ

Nuca

ქუთაისი
  • 3 საათის წინ