ზურაბიშვილი მოსამართლეთა დანიშვნის პროცესზე: კრიტიკა ჯერ შარლ მიშელისგან არ გამიგია 

„შარლ მიშელის შეთანხმებით" გათვალისწინებული უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის პროცესის შეჩერების საკითხზე ილაპარაკა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. „მე მგონი, რომ მიმდინარეობს პროცესი ყველა მიმართულებით, რაც „შარლ მიშელის დოკუმენტს" ეხება. მე კრიტიკა ჯერ შარლ მიშელისგან არ გამიგია. ვთვლი, რომ რაღაც ფორმით ვარ პასუხისმგებელი, ამიტომ ვაკვირდები ამ პროცესს. ტერმინების თამაში მიდის, რასაც არ ვეთანხმები. დოკუმენტში წერია „პაუზა“ და არა „შეჩერება“. ეს ორი სხვადასხვა რამეა. მე ვიცი, თუ რამდენად არის ჩვენი სასამართლო გადატვირთული და შეჩერება არ მიმაჩნია სწორად, ამაზე მქონდა კიდეც საუბარი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან. მგონი, უნდა გავაგრძელოთ [მუშაობა] ბევრი მიმართულებით, ეს იქნება საარჩევნო კოდექსი, ამნისტიის კანონი. მივაღწევთ შედეგს, ამაში დარწმუნებული ვარ. ეს არის აუცილებელი ყველასთვის. არა მგონია, ულტიმატუმების ენის დრო იყოს, რომელიც ისმის", - თქვა ზურაბიშვილმა. „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციურ პარტიებს შორის 19 აპრილს გაფორმებულ შეთანხმებას „ტვიტერზე“ გამოეხმაურა აშშ-ის საელჩო საქართველოში. საელჩო ყურადღებას ამახვილებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესზე და მხარეებს ახსენებს, რომ შეთანხმების მიხედვით, მიმდინარე დანიშვნები უნდა შეჩერდეს. საელჩომ „შარლ მიშელის შეთანხმებიდან“ მარკერით მონიშნა სასამართლოსთან დაკავშირებული რიგი პუნქტები. ასევე ნახეთ აშშ-ის საელჩომ მარკერით მონიშნა შეთანხმებაში სასამართლოსთან დაკავშირებული რამდენიმე საკითხი აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა 19 ივნისს თქვა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ახალი მოსამართლეების არჩევა 19 აპრილს პოლიტიკურ მხარეებს შორის დადებული შეთანხმების სულისკვეთებას არ შეესაბამება. ასევე ნახეთ დეკანოიძე არ გამორიცხავს რომ „ქართული ოცნება" ერთპარტიულ პარლამენტში კვლავ მარტო დარჩეს „ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ოპოზიციას მოუწოდა, თუ მმართველი პარტია გააგრძელებს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნას, პარლამენტი დატოვონ. „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ 23 ივნისს განაცხადა, რომ პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევას არ წყვეტს. ...
წყარო

Tata

თბილისი
  • 24 თვის წინ

Tojina

ბათუმი
  • 2 თვის წინ

Anya

თბილისი
  • 3 საათის წინ

Sofi ❤️

თბილისი
  • 2 საათის წინ

Salo

თბილისი
  • 1 თვის წინ

Tatiana

თბილისი
  • 11 თვის წინ

Nino

თბილისი
  • 10 წუთის წინ

Tika

თბილისი
  • 29 თვის წინ

Nino

თბილისი
  • 1 დღის წინ

Kato

თბილისი
  • 21 დღის წინ

აბასთუმანი
  • 3 თვის წინ

Lile

თბილისი
  • 9 საათის წინ