ევროკავშირის სამიტზე იმსჯელებენ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრისა და უნგრეთში მიღებული სადავო კანონის გარშემო

ევროკავშირის ლიდერები 24 ივნისის უმაღლესი დონის შეხვედრაზე, კორონავირუსის პანადემიის წინააღმდეგ ბრძოლის გარდა, უნგრეთის ხელისუფლების მიერ „ჰომოსექსუალობის პროპაგანდის“ შესახებ მიღებული კანონისა და რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმირ პუტინთან, უმაღლესი დონის შეხვედრის გამართვის ინიციატივის თაობაზე იმსჯელებენ. ევროკავშირის სამიტის დაწყების წინ ბოლო წუთებში საფრანგეთისა და გერმანიის წარმომადგენლებმა დააყენეს წინადადება პრეზიდენტ პუტინთან სამიტის გამართვის შესახებ, რასაც ბლოკის შიგნით მოსკოვთან „ნეგატიური სპირალის“ ვითარებაში მყოფი ურთიერთობების აღდგენის შესაძლებლობად განიხილავენ. ევროკავშირის წარმომადგენელი არაერთი დიპლომატი კი მიიჩნევს, რომ ურთერთობის გაუმჯობესება საჭიროა ნებისმიერ სამიტამდე, მით უფრო იმ ფონზე, როდესც ევროკავშირის წევრი აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნები უფრთხიან კრემლთან საუბარს. ევროკავშირსა და რუსეთს მრავალი საკითხან მიმართებით აქვთ განსხვავებული მიდგომა. განსაკუთრებით ეს ეხება კონფლიქტს აღმოსავლეთ უკრაინაში, შიდა პოლიტიკურ ვითარებას ბელარუსში და ადამიანის უფლებებსი დაცვას. ევროკავშირის სამიტზე აპირებენ ასევე იმსჯელონ უნგრეთში „ჰომოსექსუალობის პროპაგანდის“ შესახებ მიღებული კანონის შესახებ, რომელიც ლახავს ქვეყანაში ლგბტ თემის უფლებებს. კერძოდ კანონი კრძალავს წიგნებს, ფილმებსა და ბავშვებისა და მოზარდებისთვის ხელმისაწვდომ სხვა მასალებს, რომლებშიც სექსუალობა არ არის წარმოდგენილი მხოლოდ ჰეტეროსექსუალობად. აკრძალვა ვრცელდება ასევე რეკლამაზე, რომელშიც ჰომოსექსუალები ან ტრანსგენდერები ნორმალურ ადამიანებად არიან წარმოდგენილი. ჯერჯერობით არ არის ნათელი, რა სასჯელს ითვალისწინებს ამ კანონის დარღვევა. კანონის მიღებას მხარი დაუჭირა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა, რომელმაც განაცხადა, რომ კანონი იცავს ბავშვებისა და მშობლების უფლებებს და არ ეხება 18 წელზე უფროსი ასაკის მოქალაქეთა სექსუალური ორიენტაციის უფლებას. ...
წყარო
  • 100%

Елена

თბილისი
  • 11 საათის წინ

Elene

თბილისი
  • 13 საათის წინ

Tika

თბილისი
  • 29 თვის წინ

Tojina

ბათუმი
  • 2 თვის წინ

Mika 21 wlis

თბილისი
  • 3 საათის წინ

Deko

თბილისი
  • 3 დღის წინ

Zarra

თბილისი
  • 22 თვის წინ

Алина

თბილისი
  • 2 თვის წინ

Tatuli

თბილისი
  • 2 თვის წინ
  • VIP

Nini

თბილისი
  • 3 საათის წინ

Nuca

თბილისი
  • 5 თვის წინ

Tatiana

თბილისი
  • 11 თვის წინ