„მატყუარა კაცების პარლამენტი“ - აქცია სხდომათა დარბაზში

„მატყუარა კაცების პარლამენტი“, - ამ შინაარსის ბანერი გადმოკიდეს პარლამენტის სხდომათა დარბაზი ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ხათუნა სამნიძემ და ანა წითლიძემ პლენარული სხდომის მიმდინარეობისას. მათი პროტესტი გამოწვეულია „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების პროექტით, რომლის ერთი მუხლიც ადგილობრივი თვითმმართელობის არჩევებითვის საარჩევნო სიაში გენდერულ კვოტირებას შეეხება. „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის“ ფრაქციის თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის თქმით, საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტით, გენდერულ კვოტირებასთან დაკავშირებული მუხლი უარესდება. თუ აქამდე არსებული ჩანაწერით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისას, საარჩევნო სიაში ყველა მეორე ქალი უნდა ყოფილიყო, ახლა ჩაიწერა, რომ ყველა მესამე უნდა იყოს განსახვეველი სქესის, რითაც საკანონმდებლო ნორმა გაუარესდა. ხათუნა სამნიძეს პარლამენტის ტრიბუნიდან უპასუხა, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა შალვა პაპუაშვილმა, რომელიც იმ დროს საარჩენო კოდექსში შესატან ცვლილებებზე საუბრობდა მეორე მოსმენით კენჭისყრამდე. „დებულებას რაც შეეხება, თქვენ სავარაუდოდ, გულისმობთ გენდერულ კვოტებს ამ დებულებს მხარი დაუჭირა "შარლ მიშელის ფრაქციამ" კომიტეტზე, ასე რომ ეგ ბანერი შეგიძლიათ ფრაქციის ოთახში გადმოკიდოთ“, - "ნაციონალურ მოძრაობას" არ დაუჭერია მხარი“, - უპასუხა შალვა პაპუაშვილმა დარბაზიდან წამოსულ რეპლიკას. три საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს, რომელიც ქალთა წარმომდგენლობის შემცირებას განაპირობებს, ეწინააღმდეგებიან უფლებადამცველები. იმის გამო, რომ პარლამენტის მანდატურებმა ისინი პლენარული სესიის სხდომათა დარბაზის მეორე სართულზე არ შეუშვეს. მათ ნაცვლად ბანერი ორმა ოპოზიციoნერმა დეპუტატმა გადმოფინა. ...
წყარო

Lana

თბილისი
  • 27 დღის წინ

Marimxiar

თბილისი
  • 22 თვის წინ

Liza

თბილისი
  • 4 დღის წინ

Tamotamusia

ბათუმი
  • 3 დღის წინ

Ekako

თბილისი
  • 3 თვის წინ

Nia

თბილისი
  • 3 თვის წინ

Tatiana

თბილისი
  • 11 თვის წინ
  • VIP

ტატა

თბილისი
  • 8 საათის წინ

Nica

თბილისი
  • 7 თვის წინ

Natali

თბილისი
  • 21 დღის წინ

Hazal

ბათუმი
  • 13 დღის წინ