გრიშა ონიანი გორის მერობის კანდიდატობას გეგმავს

2021 წლის ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე გორის მერობისთვის იბრძოლებს ორგანიზაცია „სტალინელის" თავმჯდომარე გრიშა ონიანი. მან ამის შესახებ ადგილობრივი ტელევიზიის, „თრიალეთის" პირდაპირ ეთერში განაცხადა. ონიანმა დააანონსა, რომ გამარჯვების შემთხვევაში, სტალინის, და მისი დედის, ეკატერინე ჯუღაშვილის ნეშტებს გორის ციხეში გადაასვენებს და ციხე გახდება წმინდა მთა. გარდა ამისა, გორის ციხეში ის დავით აღმაშენებლის გადასვენებასაც აპირებს. „მე ომი უნდა დავიწყო ყველას მიმართ და არა ისე, ზოგიერთმა რომ თქვა, პარტიას ვაყალიბებ არავის წინააღმდეგ. მე ასე არ ვაკეთებ, მე პარტიას ვაყალიბებ ყველას წინააღმდეგ. გეტყვით წინაპართა დანაბარებს, შევარდნაძის დანაბარებს: გორი იქცევა მექად. ადამიანობის და თანასწორუფლებიანობის, ვაჟკაცობის და გადარჩენის მექა იქნება და მარტო სტალინი ეყოფა გორს. გორის ცენტრში, ადმინისტრაციული შენობის წინ, უნდა აღიმართოს სტალინური მაღლივი, რომელიც მოიცავს მთელ მოედანს და დაფარული იქნება სასტუმროებით, კაფეებით. ცენტრალური მოედნიდან გორის ციხეზე უნდა ავიდეს უზარმაზარი ესკალატორები. სტალინი უნდა გადმოვასვენოთ და დავმარხოთ გორის ციხის თავზე და შევქმნათ წმინდა მთა. კეკეც უნდა გადმოვასვენო აქ და იქ ვისაც უნდა ჩაწვეს და ჩაძვრეს. აქვე წამოვა საქართველოს გამაერთიანებლის, დიდი დავით აღმაშენებლის ნეშთი და დაიმარხება გორის ციხეზე", - აცხადებს ონიანი. ის გორში პარტიის ყრილობას 3 ივლისს აპირებს. ...
წყარო

Katis

თბილისი
  • 1 თვის წინ

Ana

ქუთაისი
  • 2 თვის წინ

Tata

თბილისი
  • 24 თვის წინ

Mary

თბილისი
  • 4 დღის წინ

Anya

თბილისი
  • 7 საათის წინ

Nina

თბილისი
  • 7 თვის წინ

Niako niako

ქუთაისი
  • 1 საათის წინ

Nanka

ქუთაისი
  • 11 თვის წინ

Mistress

თბილისი
  • 3 დღის წინ

Anka

თბილისი
  • 14 საათის წინ
  • 100%

Haifa

აბასთუმანი
  • 1 თვის წინ

Sopo

თბილისი
  • 9 საათის წინ