ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ახალი უპილოტო საფრენი აპარატები ჩაიტანეს

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში დისლოცირებულმა მეოთხე სამხედრო ბაზამ, რომელიც რუსეთის 58-ე არმიის ნაწილია, შეიარაღებაში ახალი უპილოტო საფრენი აპარატები მიიღო. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახური იუწყება. „ტახიონი“ - ასე ჰქვია რუსული წარმოების კომპლექსებს. „ახალი ტექნოლოგია გაზრდის სადაზვერვო დანაყოფების საბრძოლო შესაძლებლობებს დღის ნებისმიერ მონაკვეთში სხვადასხვა კლიმატურ პირობებში. „ტახიონი“ შექმნილია საჰაერო დაზვერვისთვის 40 კმ-მდე მანძილზე, დღისით და ღამით. მოწყობილობა სპეციალურად შექმნილია სხვადასხვა კლიმატურ პირობებში გამოსაყენებლად, აღჭურვილია მონიტორით და ვიდეოკამერით, მართვადია 15 მ/წმ-მდე ქარის პირობებში და მუშაობს ტემპერატურის დიაპაზონში -30-დან + 40 ° C- მდე“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში. ერთი თვის განმავლობაში, ოკუპირებულ ძარწემის პოლიგონზე სპეციალისტებს ახალი უპილოტო აპარატების მართვის შესასწავლად მოამზადებენ. ...
წყარო

Veronika

თბილისი
  • 4 თვის წინ

Natia

თბილისი
  • 6 საათის წინ

Lana

ბათუმი
  • 25 დღის წინ
  • 100%

Anna

თბილისი
  • 3 თვის წინ

აბასთუმანი
  • 3 თვის წინ

Sopio

თბილისი
  • 11 საათის წინ

Lika

თბილისი
  • 3 თვის წინ

Lile

თბილისი
  • 10 საათის წინ

Katrin

თბილისი
  • 6 დღის წინ

Ilona

თბილისი
  • 4 თვის წინ

Lilu

ბათუმი
  • 22 წუთის წინ

Salo

თბილისი
  • 1 თვის წინ