ბაიდენი ავღანეთის ლიდერებს შეხვდება იმ ავღანელების მომავლის თაობაზე, ვინც აშშ-ს ედგა მხარში
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა პირობა დადო, რომ ავღანელები, რომლებიც აშშ-ის არმიას ეხმარებოდნენ, არ დარჩებიან უყურადღებოდ, როცა საერთაშორისო ძალები აშშ-ის მეთაურობით წლის ბოლოსთვის ავღანეთის საბოლოო დატოვებისთვის ემზადებიან.
„ის, ვინც გვეხმარებოდა, უყურადღებოდ არ დარჩება“, - თქვა ბაიდენმა თეთრ სახლში 24 ივნისს, ერთი დღით ადრე, სანამ შეხვდებოდეს ავღანეთის პრეზიდენტს, აშრაფ ღანის და აბდულა აბდულას, ეროვნული შერიგების უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს.
ბაიდენმა ჟურნალისტებს ამცნო, რომ იმ ავღანელების გაყვანა, რომლებიც ეხმარებოდნენ აშშ-ს, უკვე დაიწყო.
თუმცა, მისი თქმით, ჯერ არ იცის ცხადი, სად გაიყვანენ მათ, რადგან ისინი ჯერ კიდევ ელოდებიან აშშ-ის ვიზას.
ბოლო კვირებში თალიბებმა თავიანთ კონტროლს დაუქვემდებარეს ათეულობით რაიონი, რომლებსაც მთავრობის ჯარი აკონტროლებდა. ამის გამო არსებობს საშიშროება, რომ მთავრობა, რომელსაც დასავლეთი და ავღანეთის უშიშროების ძალები უჭერდნენ მხარს, დაემხობა, აშშ-ის მეთაურობით მოქმედი საერთაშორისო ძალების ამ ქვეყნიდან გასვლის შემდეგ, რაც 11 სექტემბერს უნდა დასრულდეს.
ბაიდენის ადმინისტრაცია კონგრესის და ვეტერანების მხრიდან აღმოჩნდა ზეწოლის ქვეშ, გაიყვანოს ათასობით ავღანელი, რომლებიც თარჯიმნებად მუშაობდნენ, ან სხვა ფორმით ეხმარებოდნენ აშშ-ს სამხედრო ოპერაციების დროს აშშ-ის არმიის 20-წლიანი ყოფნის განმავლობაში.
...