ფოთში სამკერვალო ფაბრიკის 19 თანამშრომელი სავარაუდოდ მოიწამლა

ფოთში, სამკერვალო ფაბრიკა „აჭარა ტექსტილიდან“ კვებითი ინტოქსიკაციის ნიშნებით 19 თანამშრომელი კლინიკა „ლაზიკამედში“ გადაიყვანეს. რადიო თავისუფლებას ფოთის ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნინა მხეიძემ უთხრა, რომ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. „პაციენტები არ არიან მძიმე, არიან მსუბუქი და მათ კლინიკაში უტარდებათ გადასხმა“, - განმარტა ნინა მხეიძემ. დაზუსტებით, რამ გამოიწვია მოწამვლა, ამ დროისთვის უცნობია. ფაბრიკაში სურსათის უვნებლობის სამსახურის წარმომადგენლები და სამართალდამცველები იმყოფებიან. მიმდინარეობს გამოძიება. კომპანიის დირექტორის გია ლომინაძის თქმით, საწარმოს საკვებით ამარაგებს დაქირავებული კომპანია, რომელთანაც ხელშეკრულება აქვთ გაფორმებული. მათ მიერ მოწოდებულ საკვებს კომპანიის 1500-მდე თანამშრომელი იღებს. მისი სიტყვებით, უცნობია, რას შეიძლება გამოეწვია თანამშრომლების შესაძლო ინტოქსიკაცია. თავდაპირველად გავრცელდა ცნობა, რომ მოიწამლა ფაბრიკის 50-მდე თანამშრომელი, რასაც ჯანდაცვის ცენტრში არ ადასტურებენ. ...
წყარო

Lile

თბილისი
  • 1 დღის წინ

Nata

თბილისი
  • 22 საათის წინ

Maia

თბილისი
  • 1 საათის წინ

Natia

თბილისი
  • 13 თვის წინ

Ana

თბილისი
  • 4 წუთის წინ

Tamotamusia

ბათუმი
  • 1 საათის წინ

Sofo

ქუთაისი
  • 1 თვის წინ

Eva

რუსთავი
  • 46 წუთის წინ

Maka

თბილისი
  • 7 თვის წინ

Nara

თბილისი
  • 3 საათის წინ

Nata

თბილისი
  • 3 დღის წინ

Vika

თბილისი
  • 2 დღის წინ