ღარიბაშვილის თქმით, მთავრობა უახლოეს პერიოდში ხუთი სტრატეგიული დოკუმენტის შექმნას აპირებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას თქვა, რომ გარდა ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმისა, რომელიც შემოდგომაზე იქნება მზად, მთავრობა ხელისუფლებაში ყოფნის მეცხრე წელს მუშაობს სხვა სტრატეგიული დოკუმენტების შექმნაზეც. კერძოდ, უახლოეს პერიოდში მთავრობა აპირებს შექმნას შემდეგი დოკუმენტები: აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია; საწყის ეტაპზე შეიქმნება გალის და ახალგორის რაიონების სოციალურ-ეკონომიკური რეაბილიტაციის კონცეფციაც. ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგია, რომელიც, პრემიერის თქმით, უმაღლესი სტანდარტების ეროვნული დოკუმენტი იქნება. მისი მიზანი დისკრიმინაციის აღმოფხვრა, ინკლუზიურობისა და თანასწორობის პოლიტიკის, გენდერული თანასწორობის გაძლიერება, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის რისკების შემცირება, ბავშვთა უფლებების დაცვაა. სოციალური კოდექსი, რომელიც, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მდგრად, სამართლიან და ეფექტიან სისტემას ჩამოაყალიბებს და ამ დოკუმენტის მიზანი სოციალური, ჯანდაცვის და სადაზღვევო სფეროს რეფორმა იქნება. კულტურის კოდექსი, რომელიც კულტურის მინისტრის ინიციატივაა. პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას ახსენა ასევე თავდაცვის ძალების სამოქმედო გეგმა 2020-2030, რომელიც მთავრობამ უკვე დაამტკიცა. „ჩვენ უნდა დავძლიოთ ინერცია, როდესაც პოლიტიკოსები და პარტიები საარჩევნო კატეგორიებით, არჩევნებიდან არჩევნებამდე პერსპექტივაში ფიქრობენ. უნდა დავსახოთ ქვეყნის განვითარების ახალი ჰორიზონტი”, - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა ქვეყნის განვითარების ათწლიან გეგმაზე პარლამენტში საუბრისას და აღნიშნა, რომ ქვეყანას სჭირდება განვითარების გრძელვადიანი გეგმა, რომელიც უზრუნველყოფს თითოეული მოქალაქის კეთილდღეობას, თანასწორობას, ქვეყნის სტაბილურობასა და უსაფრთხოებას. ასევე ნახეთ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ქვეყანაში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა ეფექტიანია ასევე ნახეთ ხაბეიშვილი ღარიბაშვილს: 6 665 ადამიანის საარსებო მინიმუმი პირდაპირ მაჯაზე გკიდიათ ...
წყარო

Ana

თბილისი
  • 11 თვის წინ

Liaa

ქუთაისი
  • 4 დღის წინ

Anka

თბილისი
  • 13 საათის წინ

Tiko

თბილისი
  • 1 დღის წინ

Анастасия

თბილისი
  • 29 დღის წინ
  • VIP

Ina

თბილისი
  • 3 საათის წინ
  • VIP

Nene

თბილისი
  • 4 საათის წინ

Nuro masaji

თბილისი
  • 13 საათის წინ

Mari

თბილისი
  • 11 თვის წინ

Mariami

თბილისი
  • 9 დღის წინ

Алина

თბილისი
  • 2 თვის წინ

Anastasia

თბილისი
  • 11 თვის წინ