ღარიბაშვილი: ზოგადად ცხენოსნობის აღდგენა საშური საქმეა
ახმეტის მუნიციპალიტეტში იპოდრომის მშენებლობის შესახებ ილაპარაკა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ ყოველწლიური მოხსენების წარდგენისას.
„მე უკვე დავავალე რეგიონების მმართველ ორგანოს, რომელიც ჩემს ადმინისტრაციაშია შექმნილი, გუბერნატორთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ. მინდა, რომ აღნიშნული პროექტი დავიწყოთ დღესვე. ვიცი, რომ 2-3 წლის წინ იყო ამაზე საუბარი და შემდეგ შეჩერდა, მაგრამ აქტიურად გავაგრძელებთ. ცხენოსნობას და იმ ტრადიციას, რომელიც აქტიურად აცოცხლებს იმ მუნიციპალიტეტს [ახმეტის მუნიციპალიტეტს]. ზოგადად ცხენოსნობის აღდგენა საშური საქმეა“, - ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი.
პრემიერ-მინისტრმა ანგარიშთან ერთად პარლამენტში წარადგინა 2020-2030 წლების სამოქმედო გეგმა.
...