ბაიდენმა ავღანეთის ლიდერებს განუცხადა, რომ თავიანთი ქვეყნის ბედი თვითონ უნდა გადაწყვიტონ

აშშ-ის პრეზიდენეტმა, ჯო ბაიდენმა ავღანეთის ლიდერებს მოუწოდა, რომ მათ უნდა გადაწყვიტონ ქვეყნის მომავალი, როცა ის 25 ივნისს შეხვდა ავღანეთის პრეზიდენტს, აშრაფ ღანის და აბდულა აბდულას, ეროვნული შერიგების უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს. ბაიდენმა, ავღანეთის ლიდერებს „ორი ძველი მეგობარი უწოდა“, როცა მათ თეთრ სახლში მასპინძლობდა და განუცხადა, რომ ავღანეთისთვის აშშ-ის დახმარება არ წყდება აშშ-ის მეთაურობით მოქმედი კოალიციის ქვეყნიდან გასვლის დასრულებით, თითქმის ოცწლიანი ომის შემდეგ. ოვალურ ოფისში შეხვედრისას, როცა ღანი ბაიდენის გვერდით იჯდა, ავღანეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ ის პატივს სცემს ბაიდენის გადაწყვეტილებას, გაიყვანოს აშშ-ის ჯარი, და რომ „გადაწყვეტილების გამო ყველას მოუწია ახლებურად „გაეთვალათ და გადაეხედათ“. ბაიდენმა თქვა, რომ „უაზრო ძალადობა“ ავღანეთში უნდა შეწყდეს და დასძინა, რომ აშშ ყველაფერს აკეთებს, რათა ავღანეთის მთავრობას ყველა საჭირო ინსტრუმენტი ჰქონდეს, რომელიც ესაჭიროება. თალიბანმა ბოლო კვირებში დაიკავა და კონტროლი დააწესა ათობით რაიონზე, სადაც მთავრობის ჯარი იდგა. ავღანელმა მოხელეებმა რადიო თავისუფლებას უთხრეს 25 ივნისს, რომ ავღანეთის უშიშროების ძალების იერიშების დროს ცხარე ბრძოლები იყო. ღანიმ განაცხადა, რომ ავღანეთის მთავრობის ძალებმა 25 ივნისს ექვსი ოლქი დაიბრუნეს. ბაიდენთან შეხვედრის შემდეგ მან რეპორტიორებს განუცხადა, რომ ახლა ქაბულის ამოცანაა, „შედეგები დაძლიოს“. ...
წყარო

Anka❤maria

თბილისი
  • 3 თვის წინ

Tatia

თბილისი
  • 49 წუთის წინ

Nia

თბილისი
  • 2 დღის წინ

анастасия

თბილისი
  • 6 თვის წინ

Lika-vip

თბილისი
  • 6 დღის წინ

Vika

ბათუმი
  • 26 წუთის წინ
  • VIP

Nina

თბილისი
  • საიტზეა

Lizi

თბილისი
  • 1 საათის წინ
  • VIP

Taso transi batumi

ბათუმი
  • 1 საათის წინ

Lika

თბილისი
  • 8 თვის წინ
  • VIP

Nata❤

ქუთაისი
  • 1 საათის წინ

Nia

თბილისი
  • 1 თვის წინ