საქართველოში 754-ით გაიზარდა კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი
საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 18 პაციენტი.
სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 35 928 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 754 შემთხვევა.
დადებითობის მაჩვენებელია:
დღიური - 2.1 %;
ბოლო 7 დღის - 2.33%;
ბოლო 14 დღის - 2.47%.
გასული დღე-ღამის განმავლობაში 438 -ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი. გასული დღის განმავლობაში აიცრა 2984 ადამიანი. 15 მარტიდან გაკეთებულია 251 529 აცრა.
2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 362 937 შემთხვევა. მათგან 348 705 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 5 255 ადამიანი.
...