პოლონეთში  გაუჩინარებული დიტო ხელხელაური გარდაცვლილი იპოვეს

მიმდინარე წლის 11 ივნისს პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში გაუჩინარებული ქართველი ემიგრანტის, დიტო ხელხელაურის გვამი მაშველებმა იმ ტბაში იპოვეს, სადაც რამდენიმე დღის წინ მის პირად ნივთებს მიაკვლიეს. ინფორმაციას რადიო თავისუფლებას უდასტურებს დიტოს დედა ია ოჩიაური. მისი თქმით, დიტოს გვამი იმდენად არის დაზიანებული, რომ ამოცნობა მხოლოდ ექსპერტიზით მოხერხდა. „გამომძიებლებმა ჩვენ ადვოკატს უთხრეს, რომ სრულყოფილ ექსპერტიზას დაახლოებით ერთი თვე დასჭირდება და მხოლოდ ამის შემდეგ მოხერხდება საქართველოში გადმოსვენება. რა ვითარებაში გარდაიცვალა დიტო, ესეც გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რომელიც თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს“, - განაცხადა ია ოჩიაურმა. იმის გამო, რომ ოჯახის წევრები პოლონეთში არ იმყოფებიან, მათ ამ დრომდე საგამოძიებო მასალებზე წვდომა არ ჰქონდათ. არ გასცნობიან ვიდეოკამერების ჩანაწერებს, დიტოს თანამშრომლების, ნაცნობებისა და მეზობლების ჩვენებებს. დიტო ხელხელაურის დედამ განაცხადა, რომ 24 ივნისს პოლონეთში ადვოკატი აიყვანეს, რომელსაც საგამოძიებო მასალებზე წვდომა ექნება. მოელიან, რომ ამის შემდეგ უფრო მეტი ინფორმაცია ექნებათ იმის შესახებ, სად იმყოფებოდა დიტო გაუჩინარებამდე, ვისთან ჰქონდა ურთიერთობა და ა.შ. „მას არც სამსახურში ჰქონდა ვინმესთან გართულებული ურთიერთობა და არც მეგობრებთან. იმდენად კანონმორჩილია, რომ არც აქ და არც იქ, ელემენტარულად, პოლიციასაც კი არ გაუჩერებია ქუჩაში, - ამბობს ია ოჩიაური. 26 წლის დიტო ხელხელაური წარმოშობით თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლიდან არის. ის ბოლო 4 წელია, რაც სამუშაოდ პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში იმყოფება. 18 ივნისს მისი ნივთები ვარშავასთან ახლოს ტბის პირას იპოვეს. ...
წყარო
  • VIP

Eva

თბილისი
  • 4 საათის წინ

Laura

თბილისი
  • 11 თვის წინ

Dada

თბილისი
  • 2 საათის წინ

Nuca

თბილისი
  • 1 თვის წინ

Tika

თბილისი
  • 5 საათის წინ

Irinkaa

ბათუმი
  • 19 წუთის წინ

Nuki

თბილისი
  • 11 დღის წინ

ბარბი

ბათუმი
  • 2 თვის წინ

Nino

თბილისი
  • 3 თვის წინ

Alesia

თბილისი
  • 9 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 9 დღის წინ

Vika

თბილისი
  • 5 თვის წინ