აფხაზეთში კორონავირუსის ინდური შტამი დადასტურდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის ინდური შტამი დადასტურდა. ამის შესახებ "რესპუბლიკის" მთავარმა ექიმმა, ლუდმილა სკორიკმა განაცხადა ე.წ. ოპერატიული შტაბის სხდომაზე. თუმცა მას არ დაუკონკრეტებია, რამდენი მსგავსი შემთხვევაა იდენტიფცირებული. "ამ ტიპის ვირუსს შეუძლია უფრო ხშირად დაინფიციროს ახალგაზრდები, ხოლო მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა უფრო სწრაფად უარესდება. მკურნალობა ზუსტად იგივეა, რაც სხვა შტამების დროს, მაგრამ საჭიროა საავადმყოფოს მიმართოთ უფრო ადრე", - აღნიშნა მან და დასძინა,რომ ეს შტამი ბევრად სწრაფად ვრცელდება. ამ შტამით ინფექციის კერა სოხუმის სოფელი ძიგუტაა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, ვინ შემოიტანა ის აფხაზეთის ტერიტორიაზე. ბოლო რამდენიმე დღეა აფხაზეთში ეპიდვითარება გაუარესდა. აქ კორონავირუსის ყოველდღიური შემთხვევები რამდენიმე დღეა 100-სს აჭარბებს. სულ დადასტურებულია 16 906 შემთხვევა, რომელთაგან 15 405 უკვე გამოჯანმრთელდა, 244 კი გარდაიცვალა....
წყარო

Виола

თბილისი
  • 38 წუთის წინ

Нора

თბილისი
  • 1 საათის წინ

Lana

თბილისი
  • 1 დღის წინ
  • VIP

Nina

თბილისი
  • 34 წუთის წინ

Nica

თბილისი
  • 7 თვის წინ

Nita

თბილისი
  • 1 დღის წინ

Marimxiar

თბილისი
  • 22 თვის წინ
  • VIP

Mari

თბილისი
  • 7 წუთის წინ

Nina

თბილისი
  • 13 თვის წინ

Lilia

ქუთაისი
  • 6 საათის წინ

Taso88

თბილისი
  • 2 საათის წინ

Leluka

ბათუმი
  • 30 წუთის წინ