აშშ-ის სპეცსამსახურებმა 16 წლის განმავლობაში 143 მფრინავი ობიექტი ვერ ამოიცნეს

აშშ-ის კონგრესისთვის მომზადებულ ანგარიშში აშშ-ის დაზვერვა იტყობინება, რომ აშშ-ის სამხედროებმა 2004-დან 2021 წლამდე 144 შეტყობინება მიიღეს ამოუცნობი მფრინავი ობიექტების შესახებ. უმეტესად საქმე ეხებოდა რეალურად არსებულ ობიექტებს. ამ შემთხვევებიდან 143 მფრინავი ობიექტი ამოუცნობი დარჩა. აშშ-ის სახელმწიფო დაზვერვის სამსახურის დირექტორის ოფისის ეს წინასწარი ანგარიში 25 ივნისს გამოქვეყნდა. სპეცსამსახურებმა ანგარიში მოამზადეს კონგრესის მოთხოვნით. კანონმდებლების მიზანი იყო დაედგინათ, ხომ არ უმალავს მათ დაზვერვა ამოუცნობი ობიექტების შესახებ ინფორმაციას. დოკუმენტში განხილულია 144 შეტყობინება ამოუცნობი მფრინავი ობიექტების შესახებ, რომელსაც აკვირდებოდნენ ამერიკელი სამხედრო მფრინავები. ჩანს, დიდი ალბათობით, ამოცნობილ იქნა მხოლოდ ერთი ობიექტი, რომელიც, სავარაუდოდ, დიდი საჰაერო ბუშტი იყო. 80 შემთხვევაში ობიექტები შენიშნა აშშ-ის სამეთვალყურეო სამსახურების რამდენიმე სისტემამ. 18 შემთხვევაში აღწერილია ობიექტის უჩვეულო მოძრაობა. თითქმის ყველა შემთხვევაში ამოუცნობი მფრინავი ობიექტები აფერხებდნენ დაგეგმილ საწვრთნელ ფრენებს ან სამხედროთა სხვა ქმედებას. ანგარიშის თანახმად, ამ ობიექტების ნაწილი შეიძლება იყოს ჰაერში გაფანტული ნარჩენები, ნაწილი - ატმოსფერული მოვლენები, ნაწილი კი საიდუმლო აპარატურა, რომლის განვითარებაზე აშშ-ის მთავრობა ან მისი პარტნიორები მუშაობენ. ანგარიშის ავტორები ასევე წერენ, რომ გარკვეულ შემთხვევებში ეს შეიძლება ყოფილიყო რუსეთის ან ჩინეთის ტექნოლოგიის ობიექტები. მასკულტურაში ცნობილი თეორიები უცხოპლანეტელებთან ურთიერთობის შესახებ ანგარიშში არ არის ნახსენები. ...
წყარო

Alina

თბილისი
  • 3 დღის წინ

Anii

ბათუმი
  • 11 თვის წინ

Kristi

რუსთავი
  • 1 დღის წინ
  • VIP

Liza

თბილისი
  • 2 საათის წინ

Taso

ქუთაისი
  • 3 თვის წინ

Natali

თბილისი
  • 4 დღის წინ

Anamaria

თბილისი
  • 3 თვის წინ

Ani

ბათუმი
  • 25 წუთის წინ

Tamotamusia

ბათუმი
  • 4 დღის წინ

Dominanti

თბილისი
  • 17 საათის წინ

Kristina

ბათუმი
  • 4 საათის წინ

Eka

თბილისი
  • 23 საათის წინ