გაეროს დესპანი: ბევრი სირიელისთვის "სასიცოცხლო მნიშვნელობა" აქვს სასაზღვრო გასასვლელის ღიად დატოვებას

გაერთიანებული ერების საგანგებო დესპანი სირიისთვისში შეუერთდა მოწოდებებს - ღია დატოვონ ერთადერთი სასაზღვრო გასასვლელი, რომლის საშუალებითაც ჰუმანიტარული დახმარება მიეწოდება ოპოზიციის მმართველობის ქვეშ მყოფ იდლიბის რეგიონს. რუსეთი ამის წინააღმდეგია. გეირ პედერსენმა 25 ივნისს უშიშროების საბჭოს განუცხადა, რომ ბაბ-ალ-ჰავას სასაზღვრო გასასვლელი თურქეთის საზღვარზე ღია უნდა დარჩეს, რადგან მშვიდობიანი მოსახლეობა სირიაში დამოკიდებულია იმ სასიცოცხლო დახმარებაზე, რომელიც ამჟამად ამ გასასვლელით გადის. მაგრამ რუსეთმა, რომელიც სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის მოკავშირეა, ცხადად გამოხატა, რომ წინააღმდეგია, სასაზღვრო გასასვლელი ღია დარჩეს ერთი წლის განმავლობაში. ის 10 ივლისს უნდა დაიკეტოს და მისი გახსნისთვის საჭიროა, რომ ამას გაერომ მისცეს ხმა. რუსეთმა მიანიშნა, რომ მან შესაძლოა, თავისი ვეტოს უფლება გამოიყენოს გაეროს უშიშროების საბჭოზე ამ ნაბიჯის დასაბლოკად. მისი თქმით, ბაბ-ალ-ჰავას გახსნა სირიის სუვერენიტეტს ემუქრება. ირლანდიამ და ნორვეგიამ, უშიშროების საბჭოს არამუდმივმა წევრებმა, 25 ივნისს წარმოადგინეს რეზოლუციის პროექტი, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ ბაბ ალ-ჰავა ღია დარჩეს ერთი წლის განმავლობაში და კვლავ გაიხსნას მეორე სასაზღვრო გასასვლელი, ალ-იარუბია, რომელიც დახმარების მიწოდების საშუალებას იძლევა ერაყიდან ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში. 25 ივნისს პედერსენმა ასევე მოწოდება გამოთქვა ახალი საერთაშორისო მოლაპარაკებებისკენ კონკრეტული ნაბიჯების გარშემო, როგორიცაა პატიმრების გაცვლა და ცეცხლის შეწყვეტა ქვეყნის მასშტაბით. ...
წყარო

Sali

თბილისი
  • 11 საათის წინ

Sopio

თბილისი
  • 10 საათის წინ

Nia

თბილისი
  • 22 თვის წინ

Marisha

თბილისი
  • 3 თვის წინ

Nuca

ქუთაისი
  • 9 საათის წინ

Deniz

თბილისი
  • 3 თვის წინ

Anano

ბათუმი
  • 27 წუთის წინ

Mari

თბილისი
  • 7 თვის წინ

Anita

თბილისი
  • 11 საათის წინ

Svetlana

თბილისი
  • 4 თვის წინ

Vika

თბილისი
  • 1 დღის წინ

Elza

თბილისი
  • 4 თვის წინ