შეხვედრაზე ოჰაოს შტატში აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ახლანდელი ადმინისტრაცია გააკრიტიკა

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, 26 ივნისს გამართა თავის მომხრეებთან პირველი დიდი შეხვედრა თეთრი სახლის დატოვების შემდეგ. ოჰაიოში შეხვედრას ათასობით ადამიანი დაესწრო. ტრამპის გამოსვლის უდიდესი ნაწილი ეხებოდა აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის კრიტიკას. სოციალურ ქსელებში ტრამპის ანგარიშების უმეტესობა გაყინული ან გაუქმებულია, ყოფილი პრეზიდენტი იშვიათად ჩნდება საჯაროდ და არ ურთიერთობს ჟურნალისტებთან. ტრამპმა თქვა კიდევ ერთხელ, რომ, მისი აზრით, ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნები არასამართლიანად ჩატარდა და მას გამარჯვება წაართვეს. (სასამართლოებმა არ დაადასტურეს რაიმე მნიშვნელოვანი დარღვევა არჩევნების დროს, თუმცა ტრამპის ბევრი მომხრე თვლის, რომ კენჭისყრის შედეგები გაყალბდა). ტრამპმა შეხვედრაზე მოუწოდა ხალხს, მომავალ არჩევნებზე კონგრესში მხარი დაუჭირონ მის მომხრეებს და არ მისცენ ხმა იმ რესპუბლიკელებს, რომლებმაც მის იმპიჩმენტს დაუჭირეს მხარი. ყოფილი პრეზიდენტი შეეხო რუსეთის თემასაც. მისი თქმით, რუსეთი, ჩინეთი და ირანი „ამცირებენ“ აშშ-ს, რაც მისი მმართველობის დროს არ ხდებოდა. ტრამპმა ბაიდენის ადმინისტრაცია გააკრიტიკა იმის გამო, რომ გასცა ნებართვა, გაეგრძელებინა გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობა და აღნიშნა, რომ მისმა ადმინისტრაციამ მოახერხა მშენებლობის შეჩერება. ბაიდენმა ადრე განაცხადა, რომ სწორედ ტრამპის ადმინისტრაციამ მისცა რუსეთს საშუალება, მიეყვანა მშენებლობა 90 პროცენტამდე. ტრამპს პირდაპირ არ უთქვამს, რომ აპირებს 2024 წელს კენჭი იყაროს პრეზიდენტის პოსტზე, მაგრამ თქვა, რომ რესპუბლიკელებმა უნდა იბრძოლონ თეთრ სახლში მოსახვედრად. დონალდ ტრამპი მომავალ დღეებში გამართავს ორ მასობრივ ღონისძიებას, ერთს - აშშ-ისა და მექსიკის საზღვართან და მეორეს - ფლორიდაში, სადაც ახლა ცხოვრობს. ...
წყარო

Lizi

თბილისი
  • 2 დღის წინ

Mari

თბილისი
  • 1 თვის წინ

Nina

თბილისი
  • 4 თვის წინ

Tika

თბილისი
  • 11 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 22 თვის წინ

Илона

თბილისი
  • 6 საათის წინ

Natalia

ქუთაისი
  • 2 საათის წინ

Tiko

თბილისი
  • 11 თვის წინ

Veronika

თბილისი
  • 5 თვის წინ

Amira

ბათუმი
  • 1 დღის წინ
  • 100%

Tesa

თბილისი
  • 3 თვის წინ

Nuro masaji

თბილისი
  • 13 საათის წინ