ბრიტანეთში გაჩერებაზე იპოვეს საიდუმლო დოკუმენტები ნაღმოსან HMS Defender-ის მისიის შესახებ

ბრიტანეთში ავტობუსის გაჩერებაზე ნახეს თავდაცვის სამინისტროს საიდუმლო დოკუმენტები, რომლებიც შეიცავს დეტალურ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის სარაკეტო ნაღმოსან HMS Defender-ის და ბრიტანელი სამხედროების შესახებ. ამის თაობაზე 27 ივნისს იტყობინება ბი-ბი-სი. ბრიტანეთის მთავრობა აცხადებს, რომ თანამშრომელმა, რომელიც შეშფოთებული იყო დოკუმენტების დაკარგვით, ამის თაობაზე განაცხადა გასულ კვირაში. დაწყებულია გამოძიება. ბრიტანელმა სამხედროებმა საგულდაგულოდ დაგეგმეს სამხედრო ხომალდის, HMS Defender-ის გავლა რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის სანაპიროსთან. ისინი არ გამორიცხავდნენ აგრესიულ რეაქციას რუსეთის ფლოტისა და სამხედრო შეიარაღებული ძალების მხრიდან ბრიტანული ხომალდის ქმედებაზე. ეს წერია ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს საიდუმლო დოკუმენტებში, რომლებიც ბი-ბი-სის ჟურნალისტებს ჩაუვარდათ ხელში მას შემდეგ, რაც ისინი ავტობუსის გაჩერებაზე აღმოაჩინეს კენტის საგრაფოში, ლონდონის მახლობლად. ასევე ნახეთ “შეგვიძლია მიზანშიც ვესროლოთ" - რუსეთის მუქარა შავ ზღვაში მთავრობამ, რომელმაც, ფაქტობრივად, დაადასტურა დოკუმენტების ნამდვილობა, რის შესახებაც ბი-ბი-სის პუბლიკაციაში წერია, სავსებით ნორმალური უწოდა იმას, რომ სამხედრო უწყება საგულდაგულოდ გეგმავს თავის ოპერაციებს. თავდაცვის სამინისტროში კვლავ განაცხადეს, რომ ბრიტანულმა ხომალდმა მშვიდობიანი გასვლა განახორციელა უკრაინის ტერიტორიულ წყლებში. რუსეთი ყირიმის სანაპიროს წყლებს თავისად მიიჩნევს. მოსკოვმა უკრაინის კუთვნილი ყირიმის ნახევარკუნძული 2014 წელს დაიკავა. რუსეთის სამხედროებმა ბრიტანული სამხედრო ხომალდი, რომელიც საქართველოსკენ მიემართებოდა და იქ იმყოფება, იმაში დაადანაშაულეს, რომ მან ქვეყნის საზღვაო საზღვრები დაარღვია და კურსი შეიცვალა მას მერე, რაც რუსულმა ხომალდებმა გამაფრთხილებელი გასროლები განახორციელეს. დოკუმენტები, საიდანაც ბი-ბი-სის მოჰყავს ციტატები, წარმოადგენს ელექტრონულ მიმოწერას და პრეზენტაციებს, რომლებიც სამხედრო ხომალდის, HMS Defender-ის, მისიას შეეხება. კერძოდ, ისინი მოიცავს ხომალდის სავარაუდო მარშრუტის განხილვას. ამ განხილვიდან ჩანს, რომ ნაღმოსანი განზრახ გავიდა ყირიმის სანაპიროს სიახლოვეს "დიდი ბრიტანეთის მიერ აღიარებულ - უკრაინის ტერიტოტორიულ წყლებში". ამასთან, განხილვის მონაწილეები არ გამორიცხავდნენ რუსეთის მხრიდან მძაფრ რეაქციას - კერძოდ, სამხედრო-საზღვაო ფლოტისა და ავიაციის მხრიდან - ხომალდის ქმედებებზე. "როგორ წარმოგვიდგენია შესაძლო მისასალმებელი წვეულება?" - მოჰყავს ბი-ბი-სის განხილვის ერთ-ერთი მონაწილის, ბრიტანეთის გენერალური შტაბის თანამშრომლის ნათქვამი. როგორც დოკუმენტებიდან ჩანს, გასვლის ორი ვარიანტი განიხილებოდა - ერთი ყირიმის სანაპიროსთან ახლოს, მეორე - მისგან მოშორებით....
წყარო

Alesia

თბილისი
  • 9 თვის წინ

Lana

თბილისი
  • 1 დღის წინ

Kato

ბათუმი
  • 15 საათის წინ

Nita

თბილისი
  • 1 დღის წინ
  • 100%

Lara

თბილისი
  • 8 დღის წინ

Salo

თბილისი
  • 17 საათის წინ

Saly

თბილისი
  • 23 თვის წინ

Masaji lika

თბილისი
  • 3 თვის წინ

Tiko

თბილისი
  • 44 წუთის წინ

Nuro masaji

თბილისი
  • 7 საათის წინ

Bela

ქუთაისი
  • 5 საათის წინ

Buk

თბილისი
  • 1 დღის წინ