ფლორიდაში შენობის ჩამონგრევის შედეგად გარდაცვლილთა რიცხი ხუთამდე გაიზარდა

გადარჩენის მცდელობებს 12-სართულიანი შენობის ჩამოქცევის ადგილზე, ფლორიდაში, ხელს უშლიდა ნანგრევებიდან ამომავალი ცეცხლი და კვამლი და ამცირებდა გადარჩენილთა პოვნის იმედებს 10 მეტრზე მაღალ, ბეტონისა და ლითონის გროვაში. კვამლი ყველაზე დიდი სირთულე იყო მაშველებისთვის, რომლებმაც 26 ივნისს კიდევ ერთი გვამი იპოვეს, რითაც დაღუპულთა რაოდენობა ხუთამდე გაიზარდა. მაიამი-დეიდის მერმა, დანიელა ლევინ კავამ, მეხუთე გვამის აღმოჩენის შესახებ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა. მან თქვა, რომ მაშველები, რომლებიც დღე-ღამის განმავლობაში მუშაობენ ადგილზე, სერფსაიდში, მაიამისთან ახლოს, "წარმოუდგენელ სიძნელეებს" აწყდებიან ცეცხლის გამო, რომლის წარმოშობის წყარო უცნობია. მან ასევე თქვა, რომ დაკარგულთა რიცხვი 156-მდე ჩამოვიდა მას შემდეგ, რაც მაშველთა ჯგუფმა იპოვა გვამი სხვა, დაუდგენელი ადამიანის ნარჩენებით, რომლებიც სამედიცინო ექსპერტიზისთვის გააგზავნეს ოჯახის წევრთა დნმ-ის ნიმუშებთან შესადარებლად. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ტვიტერზე განაცხადა, რომ „გულით სერფსაიდის მოქალაქეებთან არის," როცა ისინი გლოვობენ თავიანთი საყვარელი ადამიანების დაკარგვას და დიდი მღელვარებით ელიან სამძებრო და სამაშველო სამუშაოების გაგრძელებას". საცხოვრებელი შენობა მოულოდნელად ჩამოიქცა 24 ივნისს, დილას. ჩამონგრევის მიზეზი დაუდგენელია. ...
წყარო

Irinka varketili

თბილისი
  • 8 დღის წინ

Ina

თბილისი
  • 8 თვის წინ

Natali

თბილისი
  • 7 თვის წინ

Zarra

თბილისი
  • 22 თვის წინ

Anna

თბილისი
  • 1 დღის წინ

Илона

თბილისი
  • 23 საათის წინ

Marishka

თბილისი
  • 13 თვის წინ

Kristi

თბილისი
  • 9 თვის წინ
  • 100%

Lara

თბილისი
  • 8 დღის წინ

Tamo-vip

თბილისი
  • 6 დღის წინ

Salo

თბილისი
  • 1 თვის წინ

Ekako transi

თბილისი
  • 9 თვის წინ