“ჩვენი ოპოზიცია დღითიდღე ემსგავსება სარეკლამო რგოლს „წუნია კაცთან“ დაკავშირებით”

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ოპოზიციის იმ ნაწილმა, რომელიც შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ აწერს და ცდილობს შეინარჩუნოს, მათი გადმოსახედიდან, მათთვის შესატყვისი ყველაზე მაღალი ტრიბუნა რუსთაველის გამზირზე – კარავი, პარასკევს საზოგადოებას უსაგნო რიტორიკა შესთავაზა. ამის შესახებ სარჯველაძემ რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე განაცხადა. „მინდა მივაქციო ყურადღება იმ ფაქტს, თუ დღითიდღე რაოდენ ემსგავსება ჩვენი ოპოზიცია, ახლა რომ სარეკლამო რგოლი ტრიალებს „წუნია კაცთან“ დაკავშირებით, იმას – არაფრით რომ არაა კმაყოფილი. ამას ემსგავსება ჩვენი ოპოზიცია, რომელსაც არავითარი უნარი არ აქვს რეალურად დააფასოს ის მიღწევები, რომელიც სახელმწიფოს აქვს და იკამათოს ისეთ თემებთან დაკავშირებით, რომელიც მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენი ქვეყნის მოქალაქის კეთილდღეობისთვის. უიშვიათესი რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ჩვენ არ მოგვისმენია ოპოზიციის მხრიდან რაიმე საგნობრივი, საქმიანი განცხადება პრემიერ-მინისტრის ანგარიშთან დაკავშირებით, რომელიც საზოგადოებას შესთავაზებდა რაიმე განსხვავებულსა და უკეთესს. ასეთ დისკუსიას მე ვფიქრობ, რომ მაინცდამაინც დიდი პერსპექტივა და გასაქანი საქართველოში არ უნდა ჰქონდეს. ალბათ, მეტის მოლოდინი არც უნდა გვქონოდა ოპოზიციის იმ ნაწილისგან, რომელიც დღემდე ჯიუტად ცდილობს, რომ იგივე მიშელის დოკუმენტის ხელმოწერას თავი აარიდოს, რამენაირად შეეწინააღმდეგოს ასეთი ტიპის დოკუმენტების განხორციელებას და შესაბამისად, შეინარჩუნოს საკუთარი გადმოსახედიდან და სტანდარტებიდან ყველაზე მაღალი ტრიბუნა, რომელიც მისთვის შეიძლება შესატყვისი იყოს, ეს არის კარავი, რომელსაც რუსთაველის გამზირზე ვხედავთ. თუ რამე იყო პარასკევს რეალობიდან მოწყვეტილი, ეს სწორედ ოპოზიციის უსაგნო რიტორიკა. ასე გაგრძელება არ შეიძლება და დიდი იმედი მაქვს, ეს სწრაფადვე შეიცვლება“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ. ცნობისთვის, პარლამენტის რიგგარეშე სესია, პრემიერ-მინისტრის ყოველწლიურ ანგარიშზე პოლიტიკური დებატებით გაიხსნა. სესიაზე სიტყვით კომიტეტების, ფრაქციების, პოლიტიკური ჯგუფებისა და უმრავლესობის ფორმატში განცხადებები კეთდება. განცხადებებს გააკეთებენ პარლამენტის უფრაქციო დეპუტატები. პრემიერ-მინისტრმა ყოველწლიური ანგარიში პარლამენტს 25 ივნისს – საგაზაფხულო სესიის ბოლო პლენარულ სხდომაზე წარუდგინა. მან ასევე უპასუხა დეპუტატების კითხვებს და ასევე, დამაზუსტებელ შეკითხვებს, თუმცა პრემიერის მოსმენის დასრულება 25 ივნისს ვერ მოესწრო....
წყარო

Svetlana

თბილისი
  • 4 თვის წინ
  • VIP

Ina

თბილისი
  • 2 წუთის წინ

Salome

რუსთავი
  • 7 საათის წინ

Eleniko

თბილისი
  • 3 დღის წინ

Lusi

თბილისი
  • 5 თვის წინ

Eka

თბილისი
  • 7 თვის წინ

Eka varketili

თბილისი
  • 8 დღის წინ

Sema

თბილისი
  • 12 დღის წინ

Nini

თბილისი
  • 11 თვის წინ

Nino

თბილისი
  • 2 დღის წინ

Mаrina

თბილისი
  • 7 დღის წინ

Sali

თბილისი
  • 2 თვის წინ