ირანი აცხადებს, რომ არ გადაუწყვეტია ბირთვულ ობიექტებზე გადაღებული მასალის საერთაშორისო ატომური სააგენტოსთვის გადაცემის საკითხი

თეირანს ჯერ კიდევ არ გადაუწყვეტია საერთაშორისო ატომური სააგენტოსთვის ბირთვულ ობიექტზე გადაღებული მასალის გადაცემის შესახებ არსებული შეთანხმების ვადის გაგრძელების საკითხი. ამის შესახებ ჟურნალისტებს ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, საედ ხატიბზადემ, განაცხადა. „არც დადებთი და არც უარყოფითი გადაწყვეტილება მიღებული არ არის“, - დასძინა ხატიბზადემ. მისი ეს ნათქვამი ეწინააღმდეგება ირანის პარლამენტის სპიკერის ამასწინანდელ განაცხადს, რომ თეირანი არასოდეს გადასცემს ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ირანის ზოგიერთ ბირთვულ ობიექტზე გადაღებულ მასალას მას მერე, რაც მეთვალყურეობის შეთანხმებას ვადა გაუვიდა. „შეთანხმებას ვადა გაუვიდა ... გადაღებული ინფორმაცია არასოდეს გადაეცემა ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს და მონაცემები და ფოტომასალა ირანში დარჩება“, თქვა 27 ივნისს მოჰამად ბაღერ ღალიბათმა თასმინის სააგენტოსთან საუბარში. ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოსა და ირანს შორის დაიდო სამთვიანი შეთანხმება მეთვალყურეობის შესახებ, რათა ირანის მხრიდან თანამშრომლობის შემცირებით სააგენტოს კონტროლი არ დაეკარგა და ზოგიერთი საქმიანობის მეთვალყურეობის ნებართვა მიიღო, რაც, სხვა შემთხვევაში, შეწყდებოდა. შეთანხმება, რომელიც ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს სამეთვალყურეო კამერების მიერ გადაღებული მასალების შეკრებისა და ანალიზის უფლებას აძლევდა, მოგვიანებით 24 ივნისამდე გაგრძელდა. ...
წყარო

Sofi

თბილისი
  • 7 თვის წინ

Marisha

თბილისი
  • 3 თვის წინ

Dako

თბილისი
  • 22 თვის წინ

ტატა

თბილისი
  • 2 დღის წინ

Natia

თბილისი
  • 5 საათის წინ

Masaji lika

თბილისი
  • 3 თვის წინ

Kato

ბათუმი
  • საიტზეა

Ina

ქუთაისი
  • 3 საათის წინ

Анжелина

თბილისი
  • 26 თვის წინ

Marieta

თბილისი
  • 6 თვის წინ

Vika

თბილისი
  • 5 თვის წინ

Annaa

თბილისი
  • 11 თვის წინ