“მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს საპარლამენტო უმრავლესობას, ჩვენი პარტიის თავმჯდომარეს, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერებს, ბატონ თავმჯდომარეს, თითოეულ დეპუტატს”

მე მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს საპარლამენტო უმრავლესობას, ჩვენი პარტიის თავმჯდომარეს, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერებს, ბატონ თავმჯდომარეს, თითოეულ დეპუტატს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ ოპოზიციის გარკვეულ ნაწილთან თანამშრომლობა კონსტრუქციულ რეჟიმში გაგრძელდება. „მე მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს საპარლამენტო უმრავლესობას, ჩვენი პარტიის თავმჯდომარეს, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერებს, ბატონ თავმჯდომარეს, თითოეულ დეპუტატს. მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ გავაგრძელებთ კონსტრუქციულ რეჟიმში ოპოზიციის გარკვეულ ნაწილთან თანამშრომლობას. მთავრობა მზად არის, რომ ღიად გააგრძელოს მუშაობა თქვენთან ერთად, იმისთვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს მაქსიმალურად შევუმსუბუქოთ დღევანდელი მძიმე მდგომარეობა. ჩვენი მთავარი ხედვა რაც არის ინფრასტრუქტურის მიმართულებით, სოფლის მეურნეობის, იქნება ეს ეკონომიკის მიმართულებით, ადგილობრივი წარმოების მიმართულებით, ქართული ჯარის გაძლიერების და განვითარების, პოლიციის გაძლიერების თუ ყველა მიმართულებით, ემსახურება იმას, რომ 2030 წელს და ეს არც თუ ისე შორს არის, რაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში გავიდა სულ რაღაც 8 წელი, 8-9 წელი გავიდა. როდესაც ჩვენ გვაკრიტიკებენ ოპონენტები, მე მინდა მათ შევახსენო, არ არსებობს ნორმალური სახელმწიფო, რომელიც არ იხედება შორს და არ გეგმავს, არ აქვს გრძელვადიანი განვითარების ხედვა. კიდევ ერთხელ, მე მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენ და გისურვოთ მშვიდობა და სტაბილურობა”, – განაცხდა პრემიერ-მინისტრმა....
წყარო

Ilona

აბასთუმანი
  • 2 თვის წინ

Viki

ბათუმი
  • 7 საათის წინ

Eka

თბილისი
  • 2 თვის წინ

ნიაკო

რუსთავი
  • 2 თვის წინ
  • VIP

Ani

თბილისი
  • 1 დღის წინ

Lilu

თბილისი
  • 22 თვის წინ

❤️nina❤️

თბილისი
  • 1 დღის წინ

Eva

რუსთავი
  • 2 დღის წინ

Ekuna

თბილისი
  • 24 თვის წინ

Qetiii

ბათუმი
  • 11 თვის წინ

Anita

თბილისი
  • 3 დღის წინ

Alena

თბილისი
  • 5 თვის წინ