ენდი მარიმ ნიკოლოზ ბასილაშვილთან შეხვედრამდე, ქართველის სასამართლო პროცესზე ისაუბრა

ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის გათამაშებას ტიტულოვან მეტოქესთან დაპირისპირებით იწყებს. დღეს საღამოს, მსოფლიოს რეიტინგში ოცდამერვე ადგილზე მყოფი ქართველი ჩოგბურთელი, მსოფლიოს ყოფილ პირველ ჩოგანს, უიმბლდონისა და ოლიმპიური თამაშების ორ-ორგზის და ამერიკის ღია პირველობის ჩემპიონ ენდი მარის უნდა დაუპირისპირდეს. სწორედ ეს შეხვედრაა პრესტიჟული ტურნირის დღევანდელი დღის განრიგის ერთ-ერთი გამორჩეული მატჩი. ჩვეულებრივი ინტრიგის გარდა, ამ თამაშმა ყურადღება წინასამატჩო პრესკონფერენციაზე მარის მიერ გაკეთებული ხმაურიანი განცხადებითაც მიიქცია. ბასილაშვილის მომავალ მეტოქეს ჟურნალისტმა შეახსენა, რომ ქართველი ჩოგბურთელის მიერ ყოფილ მეუღლეზე ძალადობის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ენდი მარიმ კი უპასუხა, რომ როდესაც საუბარია ასეთ ბრალდებაზე, უნდა არსებობდეს პროტოკოლი, რომელიც სასამართლო პროცესების მიმდინარეობისას იმოქმედებს. „არ მაქვს დაზუსტებული ინფორმაცია და დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, თუმცა, როგორც ჩანს, საკმაოდ ცუდი სიტუაციაა. პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციამ და ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციამ ასეთ საკითხებს მეტი ყურადღება უნდა დაუთმონ“, - განაცხადა ბრიტანელმა ჩოგბურთელმა. ...
წყარო

Lizi

თბილისი
  • 6 თვის წინ

ტატა

თბილისი
  • 7 საათის წინ

Nia

თბილისი
  • 34 წუთის წინ

Mari batumii

ბათუმი
  • 18 წუთის წინ

Tako

თბილისი
  • 6 დღის წინ

Elene

თბილისი
  • 8 დღის წინ

Ekuna

თბილისი
  • 24 თვის წინ

Anii

ქუთაისი
  • 1 დღის წინ

Deaaa

ბათუმი
  • 11 თვის წინ

ნინიკო

ქუთაისი
  • 8 საათის წინ

Ani

რუსთავი
  • 5 დღის წინ
  • VIP

N i a a

თბილისი
  • 48 წუთის წინ