ეპისკოპოსი იაკობი ამბობს, რომ ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებულ ყველა რეკომენდაციას გაითვალისწინებენ

ნინოწმინდის პანსიონის მმართველი ეპისკოპოსი იაკობი სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას პანსიონში სტუმრობის შემდეგ ამბობს, რომ უწყების კარი ღიაა და გათვალისწინებული იქნება ყველა რეკომენდაცია. „გახსნილები ვართ, აბსოლუტურად ყველა რეკომენდაციას გავითვალისწინებთ. ისევე როგორც ევროკავშირის, ისევე როგორც იუნისეფის, ჩვენი სახელმწიფოს, პირველ რიგში. ყველაფერს გავითვალისწინებთ და შევეცდებით, რომ საჩვენებელი გავხადოთ“, - აღნიშნა ეპისკოპოსმა იაკობმა. მან მედიასთან სახალხო დამცველთან პანსიონის ბენეფიციარების გაუცხოების მიზეზებზეც ილაპარაკა და ეს ძირითადად იმით ახსნა, რომ ეს პირველი შეხვედრა იყო: три „სახალხო დამცველი პირველად შევიდა კონტაქტში ამ ბავშვებთან 2018 წლის შემდეგ და გარკვეული გაუცხოვებასავით იქნებოდა. მეც რომ მოვედი, თავიდან ჩემთანაც იყო გაუცხოვება... დიდი ზეწოლა იყო აქაურობაზე, იმანაც იმოქმედა, რომ ორი თვე ტყვეობაში იყვნენ, გარეთ ვერ გამოდიოდნენ, გაუცხოვებულები იმიტომ არიან. ახლა შედარებით შემოდიან კონტაქტში და მე ვფიქრობ, მეორე, მესამე, მეოთხე შეხვედრაზე, მეათე შეხვედრაზე მეტად გახსნილები იქნებიან“, - აღნიშნა ეპისკოპოსმა იაკობმა. მისი თქმით, ამ ეტაპზე პანსიონში მყოფი ბენეფიციარებიდან მხოლოდ ერთს უნდა ტერიტორიის დატოვება და თბილისში გადასვლა და როდესაც შესაბამისი ადგილი გამოიძებნება, მას გადაიყვანენ. რაც შეეხება აღმზრდელებს, მისი თქმით, მათი რაოდენობა 20-ია, ხოლო მოგვიანებით საშტატო ერთეული 40-მდე გაიზრდება. სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია დღეს საპატრიარქოს მართვის ქვეშ მყოფ ნინოწმინდის პანსიონში იმყოფებოდა. როგორც ის ამბობს, შეხვედრას გაცნობითი ხასიათი ჰქონდა და ბავშვების მხრიდან მის მიმართ გარკვეული გაუცხოება იგრძნობოდა. სახალხო დამცველის ინფორმაციით, ბავშვებს ძირითადად, კარგი არაფერი სმენიათ მის შესახებ. „ბევრი ფაქტორის გამო“, - აღნიშნა ლომჯარიამ და დააზუსტა: - „წლების განმავლობაში აქ იზრდებიან დაბადებიდან. ჩვენ ხშირი კონტაქტი არ გვქონია. სმენიათ ცუდი, სამწუხაროდ, მათ შორის, სამწუხაროდ, გარკვეული აღმზრდელების მხრიდან“. ასევე ნახეთ ნინო ლომჯარიას თქმით, ნინოწმინდის პანსიონში ბავშვებს მის შესახებ კარგი არაფერი სმენიათ ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ სახალხო დამცველის აპარატს პანსიონის მიმართ აქვს პირველადი რეკომენდაციები, რომელთა გათვალისწინების თვალსაზრისითაც სრული მზადყოფნა გამოიხატა. ნინოწმინდის პანსიონი საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში 2 ივნისს, სახალხო დამცველის განცხადების შემდეგ მოექცა. ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში, 2016-2021 წლებში პანსიონში, სავარაუდო ძალადობის ფაქტებზე, მათ შორის, სავარაუდო გაუპატიურების ფაქტზე, ოთხი საქმე იყო აღძრული. გარდა 2016-2021 წლებში ოთხ სისხლის სამართლის საქმეზე...
წყარო

Liaa

ქუთაისი
  • 1 დღის წინ

Anita

თბილისი
  • 5 დღის წინ

Lilia

ქუთაისი
  • 16 წუთის წინ

Nini

თბილისი
  • 1 საათის წინ

Anka varketili

თბილისი
  • 8 დღის წინ

Niako

ბათუმი
  • 57 წუთის წინ
  • VIP

Nene

თბილისი
  • 20 წუთის წინ

Nuca

თბილისი
  • 3 თვის წინ

Hazal

ბათუმი
  • 14 დღის წინ

Lata

თბილისი
  • 59 წუთის წინ

Nino

თბილისი
  • 3 თვის წინ

ნინიკო

ქუთაისი
  • 9 საათის წინ