გურამ ფალავანდიშვილი პრაიდის ჩასაშლელად რუსთაველზე კარვების დადგმას აპირებს

ანტი-ლგბტ აქტივისტი, გურამ ფალავანდიშვილი 4 ივლისს მეტრო რუსთაველთან კარვების დადგმას აპირებს, რათა ამ გზით ხელი შეუშალოს "ღირსების მარშის" ჩატარებას, რომელიც 5 ივლისს არის დაგეგმილი. "პროტესტს გამოვთქვამთ მათ მიერ საქართველოში ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის ხელშეწყობის და დამკვიდრების გამო. 1-დან 5 რიცხვამდე ხელს შევუშლით ე.წ. „ლგბტ კვირეულის“ განმავლობაში ნებისმიერ მათ აქტივობას", - წერია გურამ ფალავანდიშვილის ორგანიზაციის [ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება] მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. გურამ ფალავანდიშვილმა მაისის თვეში ლგბტქ აქტივისტებზე იძალადა დედაენის ბაღში, სადაც ლგბტქ თემაზე შექმნილი ინსტალაცია დააზიანა. მისი ვაჟი, ალექსანდრე ფალავანდიშვილი ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციების დროს თბილისში, რუსთაველის გამზირზე დაუპირისპირდა "სირცხვილიას" აქტივისტებს, სალომე ბარკერსა და ზუკა ბერძენიშვილს იმის გამო, რომ სალომეს მხარზე ეკეთა სამკლავური ცისარტყელას ფერებით. უფლებადამცველების შეფასებით, პოლიციის ქმედება მათ მიერ განხორციელებულ ძალადობის ფაქტებზე სათანადოდ მკაცრი არ არის და ვერ უზრუნველყოფს სხვა ძალადობრივი ფაქტების პრევენციას. ასევე ნახეთ ევროპარლამენტარები საქართველოს "ღირსების მარშის" დაცვისკენ მოუწოდებენ ასევე ნახეთ სიძულვილის ჯგუფების მუქარის მიუხედავად, „თბილისი პრაიდი“ არ აპირებს მარშის გაუქმებას ასევე ნახეთ “ღირსების მარშის” მოწინააღმდგეები რუსთაველის გამზირის გაკონტროლებას აპირებენ ...
წყარო
  • 100%

Tako

თბილისი
  • 4 თვის წინ

Samira

თბილისი
  • 13 თვის წინ

Kristi

თბილისი
  • 9 თვის წინ

Tako

თბილისი
  • 11 თვის წინ

Mary

თბილისი
  • 1 საათის წინ

Damachka

ბათუმი
  • 5 საათის წინ
  • 100%

Tesa

თბილისი
  • 3 თვის წინ

Nica

თბილისი
  • 10 საათის წინ

Nini

ქუთაისი
  • 11 დღის წინ

Алина

თბილისი
  • 2 თვის წინ

Tata

თბილისი
  • 1 დღის წინ

Anna

თბილისი
  • 1 თვის წინ